გორის ცენტრალურ მოედანზე, სტალინის ძეგლის აღდგენის მომხრეების აქციას უცხოელი ტურისტები შეუერთდნენ და ბელადის სურათთან "ინტერნაციონალი" იმღერეს. სავარაუდოდ, ისინი ისრაელიდან ჩამოსული დამთვალიერებლები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ გორის ცენტრში გამართულ აქციაზე, აქტივისტების ძირითადი მოთხოვნა სტალინის ძეგლის აღდგენა იყო.