სიგარეტს რომ თავი დაანებოს, მამაკაცი თავზე რკინის გალიით დადის

სიგარეტს რომ თავი დაანებოს, მამაკაცი თავზე რკინის გალიით დადის

თურქეთში, ქალაქ კიუტახიაში მცხოვრებ 42 წლის იბრაჰიმ იუსელის თავზე რკინის გალია ადგას - გალია იბრაჰიმს ეხმარება, სიგარეტი არ მოწიოს და მავნე ჩვევას თავი დაანებოს.

ის ბოლო 26 წელია სიგარეტს ეწევა და შიშობს, ასაკში ფილტვებზე პრობლემები არ შეექმნას. რკინის გალიის გასაღებს ორი ასლი აქვს - ერთს მისი ცოლი ინახავს, ხოლო მეორეს - მისი 14 წლის ქალიშვილი. ცოლ-შვილი იბრაჰიმს გალიას მხოლოდ მაშინ უღებს, როდესაც შია, ან სწყურია. შედეგად, რამდენიმე კვირაა მამაკაცს სიგარეტი არ მოუწევია.

იბრაჰიმი ამბობს, რომ ქუჩაში გალიით სიარული რცხვენია, მაგრამ მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს