სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სომხეთში მდებარე ქართულ ტაძარში ფრესკების რესტავრაციას იტალიელები ატარებენ
სომხეთში მდებარე ქართულ ტაძარში ფრესკების რესტავრაციას იტალიელები ატარებენ

სომ­ხეთ­ში, ის­ტო­რი­უ­ლად ქარ­თულ ქო­ბე­რის ტა­ძარ­ში ფრეს­კებს რეს­ტავ­რა­ცი­ას სამი იტა­ლი­ე­ლი რეს­ტავ­რა­ტო­რი ქალი უტა­რებს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ის­ტო­რი­კოს­მა მთვა­რი­სა თარ­ხნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ლო­რე­დან ახ­ლა­ხანს დაბ­რუნ­და.

რო­გორც თარ­ხნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ქო­ბერ­ში ტუ­რის­ტულ ჯგუფ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, ქო­ბე­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მე-11 სა­უ­კუ­ნის ტაძ­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას სა­კურ­თხე­ველ­ში არ­სე­ბუ­ლი ფრეს­კე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე მხო­ლოდ სამი იტა­ლი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი დახ­ვდა.

"მათ სა­კურ­თხე­ველ­ში ფრეს­კე­ბის რეს­ტავ­რა­ცია ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. გვი­თხრეს, რომ ერევ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიწ­ვე­ვით მუ­შა­ობ­დნენ. მათ იცი­ან, რომ ის ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რია", - აღ­ნიშ­ნა მთვა­რი­სა თარ­ხნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქო­ბე­რის კომ­პლექ­სი რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ტაძ­რის­გან შედ­გე­ბა. იქ არ­სე­ბულ სამ­რეკ­ლო­ზე რეს­ტავ­რა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სომ­ხუ­რი მხა­რე ახორ­ცი­ე­ლებს.

თარ­ხნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სამ­რეკ­ლო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბი შე­ნიშ­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სომხეთში მდებარე ქართულ ტაძარში ფრესკების რესტავრაციას იტალიელები ატარებენ

სომხეთში მდებარე ქართულ ტაძარში ფრესკების რესტავრაციას იტალიელები ატარებენ

სომხეთში, ისტორიულად ქართულ ქობერის ტაძარში ფრესკებს რესტავრაციას სამი იტალიელი რესტავრატორი ქალი უტარებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ისტორიკოსმა მთვარისა თარხნიშვილმა განუცხადა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ლორედან ახლახანს დაბრუნდა.

როგორც თარხნიშვილმა განაცხადა, ქობერში ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, ქობერის წმინდა გიორგის სახელობის მე-11 საუკუნის ტაძრის მონახულებისას საკურთხეველში არსებული ფრესკების რესტავრაციაზე მხოლოდ სამი იტალიელი ქალბატონი დახვდა.

"მათ საკურთხეველში ფრესკების რესტავრაცია ახალი დაწყებული ჰქონდათ. გვითხრეს, რომ ერევნის უნივერსიტეტის მიწვევით მუშაობდნენ. მათ იციან, რომ ის ქართული ტაძარია", - აღნიშნა მთვარისა თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, ქობერის კომპლექსი რამდენიმე პატარა ტაძრისგან შედგება. იქ არსებულ სამრეკლოზე რესტავრაციას რამდენიმე წელია, სომხური მხარე ახორციელებს.

თარხნიშვილი ამბობს, რომ სამრეკლოზე განხორციელებული სომხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები შენიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია