სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როიტერი - დოკუ უმაროვი მომხრეებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლისკენ მოუწოდებს
როიტერი - დოკუ უმაროვი მომხრეებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლისკენ მოუწოდებს

ჩე­ჩენ ექ­სტრე­მის­ტთა ლი­დე­რი დოკუ უმა­რო­ვი თა­ვის მომ­ხრე­ებს სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩაშ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს. ამის შე­სა­ხებ "რო­ი­ტე­რი" იუ­წყე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის მიერ ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით ძებ­ნილ­მა უმა­როვ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში, ვებგ­ვერდ "კავ­კა­ზცენ­ტერ"-ის მეშ­ვე­ო­ბით ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა. ამ მი­მარ­თვა­ში მან გა­ნა­ცხა­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სა­ზღვრებს მიღ­მა ტე­რაქ­ტებ­ზე მო­რა­ტო­რი­უმს აუქ­მებს.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში უმა­რო­ვი მომ­ხრე­ებს მო­უ­წო­დებს, არ და­უშ­ვან პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის გეგ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ჩა­შა­ლონ სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი. მი­სი­ვე თქმით, სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გა­მარ­თვა და­ღუ­პუ­ლი მუს­ლი­მე­ბის "ძვლებ­ზე" სურთ.

"რუ­სე­ბი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის, გარ­დაც­ვლი­ლი მუს­ლი­მე­ბის ძვლებ­ზე გეგ­მა­ვენ, რომ­ლე­ბიც ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი. ჩვენ კი, რო­გორც ნამ­დვილ­მა მო­ჯა­ჰე­დებ­მა, ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ და ამის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი მე­თო­დი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ", - ნათ­ქვა­მია ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

"რო­ი­ტე­რის" ცნო­ბით, ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "იმა­რატ კავ­კა­ზის" ლი­დე­რის ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ნამ­დვი­ლო­ბა ამ ეტაპ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია reuters.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როიტერი - დოკუ უმაროვი მომხრეებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლისკენ მოუწოდებს

როიტერი - დოკუ უმაროვი მომხრეებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლისკენ მოუწოდებს

ჩეჩენ ექსტრემისტთა ლიდერი დოკუ უმაროვი თავის მომხრეებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილმა უმაროვმა ინტერნეტში, ვებგვერდ "კავკაზცენტერ"-ის მეშვეობით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამ მიმართვაში მან განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრებს მიღმა ტერაქტებზე მორატორიუმს აუქმებს.

ვიდეომიმართვაში უმაროვი მომხრეებს მოუწოდებს, არ დაუშვან პრეზიდენტ პუტინის გეგმების შესრულება და ჩაშალონ სოჭის ოლიმპიური თამაშები. მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიური თამაშების გამართვა დაღუპული მუსლიმების "ძვლებზე" სურთ.

"რუსები ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ჩვენი წინაპრების, გარდაცვლილი მუსლიმების ძვლებზე გეგმავენ, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე არიან დაკრძალული. ჩვენ კი, როგორც ნამდვილმა მოჯაჰედებმა, ეს არ უნდა დავუშვათ და ამისთვის ნებისმიერი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

"როიტერის" ცნობით, ექსტრემისტული დაჯგუფება "იმარატ კავკაზის" ლიდერის ვიდეომიმართვის ნამდვილობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?