ავსტრალიელი ხელოვანი ჯოდი როუზი ხიდზე დაქორწინდა. მან მეუღლედ ეროს დეპარტამენტში (საფრანგეთის სამხრეთ ნაწილი) მდებარე 600 წლის ქვის ხიდი - Le Pont du Diable შეარჩია.
ჯოდი პროექტზე - "ხიდების სიმღერა" რამდენიმე წელი მუშაობდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ესტუმრა, რათა ხიდებისთვის ფოტოები გადაეღო და მათი არქიტექტურა შეესწავლა, თუმცა საფრანგეთში ყოფნისას მიხვდა, რომ Le Pont du Diable ის "ერთადერთია", რომელზეც როდესმე გათხოვდებოდა.
"ხიდი არაჩვეულებრივი ქმარია, ძალიან ძლიერი და მშვიდი. ძალიან მიყვარს - ის დედამიწასთან მაკავშირებს", - ამბობს მუსიკოსი.
ქორწინების ცერემონიალს ჯოდის რამდენიმე მეგობარი დაესწრო. პატარძალს თეთრი კაბა ეცვა და თაიგული ეჭირა, ხოლო "ნეფე" წვეულების შესაბამისად მორთეს. ქორწინება სიმბოლური იყო, მაგრამ დასავლელმა ჟურნალისტებმა ჯოდის ტრფობის ობიექტს ვრცელი სტატიები მიუძღვნეს.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.