რეიჩელ მაკადამსი: "ურთიერთობებში სირთულეების მომხრე არ ვარ"

რეიჩელ მაკადამსი: "ურთიერთობებში სირთულეების მომხრე არ ვარ"

8 ივნისს ეკრანებზე გამოვიდა ტერენს მალიკის "სასწაულისკენ!" მასში ქალის მთავარ როლს რეიჩელ მაკადამსი ასრულებს, რომელიც ერთ-ერთია იმ მსახიობთა შორის, რომელსაც კარიერის განმავლობაში თმა მრავალჯერ შეუღებავს სხვადასხვაფრად და ყოველთვის მოხდენია. გარდა ამისა, რეიჩელი სრულიად გულგრილია "ოსკარისადმი" და სხვათაგან ამითაც გამოირჩევა.

დოსიე

35 წლის რეიჩელ ენ მაკადამსი კანადელი მსახიობია. მის ცნობილ ფილმებს შორის არის "ცუდი გოგონები", "მეხსიერების დღიური", "დაუპატიჟებელი სტუმრები", "შერლოკ ჰოლმსი".

რეიჩელი ბოლო წლების განმავლობაში მსახიობ რაიან გოსლინგს ხვდება, თუმცა ხშირად ჩხუბობდნენ და იყრებოდნენ. 2008 წლიდან კვლავ ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა მერე ისევ დაშორდნენ და რეიჩელს მცირეხნიანი რომანებიც ჰქონდა. წელს ისევ აღადგინეს ურთიერთობები.

"ურთიერთობებში სირთულეების მომხრე არ ვარ"

- ამბობენ, რომ ფილმი არა მხოლოდ სცენარის გარეშე გადაიღეთ, არამედ რეპეტიციის გარეშეც კი...

- დიახ, მალიკს ასეთი მუშაობის სტილი აქვს. მე მას მოქანდაკეს შევადარებდი. ის უბრალოდ თიხას ამატებს და უყურებს, რა გამოვა. ამბავი თავისთავად მჟღავნდება.

- სირთულეების გარეშე გაართვით თავი?

- მართალი გითხრათ, თავიდან დავიბენი - მსახიობისთვის ეს ნამდვილი კოშმარია. მაგრამ იმავდროულად საოცრად საინტერესოა. ყველაფერი ნამდვილი და ფასეული მოდის მაშინ, როცა არ ხარ ჩარჩოებში - მნიშვნელობა არ აქვს, გაქვს თუ არა ამ დროს საყრდენი წერტილები. თუ პერფექციონისტი ხარ და ზუსტად იცი, რა გინდა, აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება