დიანა ღურწკაია МГУ-ში აბარებს

დიანა ღურწკაია МГУ-ში აბარებს

დღეს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია 35 წლის გახდა. მომღერალმა იუბილე უჩვეულოდ აღნიშნა - მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების ფაკულტეტზე მოსახვედრად, გამოცდა ჩააბარა.

"წელს დაბადების დღეს უჩვეულოდ შევხვდი. ახლა გამოცდის ჩასაბარებლად მივდივარ - МГУ-ს მაგისტრატურაში ხელოვნების ფაკულტეტზე ვაბარებ. ზოგს ეს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწავლა სიკვდილამდეა. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. საღამოს კი მეგობრების, ნათესავებისა და კოლეგების გარემოცვაში იუბილეს რესტორნში აღვნიშნავ", - განაცხადა ღურწკაიამ.

მომღერალს იუბილე დილიდან უამრავმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

"ბელორუს ხალხთან ძალიან თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. უზომოდ მიყვარს ეს ქვეყანა, იქ ყოველთვის დიდი სიყვარულით მხვდებიან", - აღნიშნა მან.

დიანამ პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ოჯახია.

"ყველაფერი მაქვს, რაც ბედნიერებისთვის მჭირდება. შესანიშნავი ოჯახი - მეუღლე და ვაჟი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 6 წელი შეუსრულდა. ვაკეთებ საყვარელ საქმეს და მყავს საკუთარი მსმენელი. მაქვს სხვა ადამიანების დახმარების შესაძლებლობა - უსინათლო ბავშვებისთვის ფესტივალს ვმართავ, ისინი სცენაზე გამოდიან და მღერიან. ღმერთს მადლობას ვწირავ ყველაფრისთვის. დაე, ყველაფერი მუდამ ასე იყოს", - განაცხადა მომღერალმა.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება