სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიგი წერეთელი - "სააკაშვილს და მერაბიშვილს რომ სულ არაფერი სცოდნოდათ, ასეც არ იქნებოდა"
გიგი წერეთელი - "სააკაშვილს და მერაბიშვილს რომ სულ არაფერი სცოდნოდათ, ასეც არ იქნებოდა"

"გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კე", -ასე შე­ფას­და სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რი. ნა­ნა­ხით გა­ოგ­ნე­ბუ­ლებ­მა ეს ფაქ­ტი სის­ტე­მურ და­ნა­შა­უ­ლად შე­ა­ფა­სეს, რისი აღი­ა­რე­ბაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს უჭირთ, თუმ­ცა კარ­გად ეს­მით, რომ პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან. "ჩვენ ერთი გუნ­დი ვართ!" -დღეს ამ ლო­ზუნგს ძვე­ლი ში­ნა­არ­სი და­კარ­გუ­ლი აქვს. პარ­ტი­ის წევ­რე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მა­თაც უთ­ვალ­თვა­ლებ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა -თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლა მარ­თლაც არ­სე­ბობს, რო­გორც ჩანს, პარ­ტია კი­დევ ბევ­რი წევ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა.

გიგი წე­რე­თე­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":

- ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აღაშ­ფო­თა ვი­დე­ო­ფირ­მა. ამის შემ­დეგ სი­ნა­ნუ­ლის გან­ცდა მრჩე­ბა, რად­გან მე­გო­ნა, რე­ფორ­მე­ბი ტარ­დე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ საქ­მე გვაქვს სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­თან. თქვენ რას ფიქ­რობთ?

- ცხა­დია, სის­ტე­მა­ში ეს ხდე­ბო­და, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს, რამ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი იყო ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი. როცა ცი­ხის ვი­დე­ო­ფი­რი გავ­რცელ­და, ვა­ღი­ა­რეთ, რომ ეს იყო სის­ტე­მუ­რი ჩა­ვარ­დნა. ახლა ვამ­ბობ, ეს არა მხო­ლოდ პე­ნი­ტენ­ცი­ა­რუ­ლი სის­ტე­მის ჩა­ვარ­დნა იყო, არა­მედ მთლი­ა­ნად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის".

- თქვე­ნი აზ­რით, იცოდ­ნენ მე­რა­ბიშ­ვილ­მა ან პრე­ზი­დენ­ტმა, რომ მისი სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კით უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნებს?

- სულ რომ არა­ფე­რი სცოდ­ნო­დათ, ასეც არ იქ­ნე­ბო­და. თე­ო­რი­უ­ლად შს მი­ნისტრს უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, შე­იძ­ლე­ბა შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გი იყო, რომ მან ინ­ფორ­მა­ცია ნაკ­ლე­ბად მი­ი­ღო. ამ სა­კი­თხის შე­ფა­სე­ბას უფრო კარ­გად შევ­ძლებ სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ. არ მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ან სხვა ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დერ­მა იცო­და, რომ ამ მე­თო­დე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აგ­რო­ვებ­დნენ და ისი­ნი მშვი­დად ხვდე­ბოდ­ნენ ამას.

-ამ­ბო­ბენ, რომ ბევრ პო­ლი­ტი­კოს­ზე არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რე­ბი.

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ჩემ­ზეც იყოს და ჩემს მე­გობ­რებ­ზეც ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბი. არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ეს პრე­ზი­დენ­ტმა იცო­და. მე მქონ­და მას­თან ამა­ზე ლა­პა­რა­კი და ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ არა­ფე­რი იცო­და ვი­დე­ო­ფი­რე­ბის შე­სა­ხებ. თუ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნენ კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე ფაქ­ტებს, რომ­ლებ­თა­ნაც ერთ გუნდში მი­თა­ნამ­შრომ­ლია, მა­შინ ჩვენ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მე ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დში დგო­მის­თვის არ ვარ პო­ლი­ტი­კა­ში.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":

- რო­გო­რი შო­კიც იყო ცი­ხის ვი­დე­ო­ფი­რი, ისე­თი­ვე ტკი­ვილს მა­ყე­ნებს ამ ფირ­ზე სა­უ­ბა­რიც. მე ამ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ, ჩემი შვი­ლი აქ იზ­რდე­ბა. მინ­და, არ­სე­ბობ­დეს პრე­ვენ­ცია, რომ ვერც ერ­თმა მა­ნი­ა­კე­ბის ჯგუფ­მა ასე­თი რა­მის გა­მე­ო­რე­ბა ვე­ღარ შეძ­ლოს. დღეს ამ გუნ­დის წევ­რი ვარ და ჩემს წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. თუ სა­ბუ­თებს და­მი­დე­ბენ, რომ ჩვე­ნი პარ­ტი­ის რო­მე­ლი­მე წევ­რი მსგავს სი­სა­ძაგ­ლე­ში იყო ჩარ­თუ­ლი, მი­ვი­ღებ ზო­მებს, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ პარ­ტი­ი­დან წა­ვალ. ვიქ­ნე­ბი აქ­ტო­რი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს იმ პი­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლეს უმ­წა­რებ­დნენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიგი წერეთელი - "სააკაშვილს და მერაბიშვილს რომ სულ არაფერი სცოდნოდათ, ასეც არ იქნებოდა"

გიგი წერეთელი - "სააკაშვილს და მერაბიშვილს რომ სულ არაფერი სცოდნოდათ, ასეც არ იქნებოდა"

"გაუგონარი სისასტიკე", -ასე შეფასდა სამეგრელოში აღმოჩენილი ძალადობის ამსახველი ვიდეოფირი. ნანახით გაოგნებულებმა ეს ფაქტი სისტემურ დანაშაულად შეაფასეს, რისი აღიარებაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უჭირთ, თუმცა კარგად ესმით, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. "ჩვენ ერთი გუნდი ვართ!" -დღეს ამ ლოზუნგს ძველი შინაარსი დაკარგული აქვს. პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მათაც უთვალთვალებდა წინა ხელისუფლება -თუ ვიდეომასალა მართლაც არსებობს, როგორც ჩანს, პარტია კიდევ ბევრი წევრის გარეშე დარჩება.

გიგი წერეთელი პარლამენტის წევრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":

- ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღაშფოთა ვიდეოფირმა. ამის შემდეგ სინანულის განცდა მრჩება, რადგან მეგონა, რეფორმები ტარდებოდა ქვეყანაში.

- ამბობენ, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. თქვენ რას ფიქრობთ?

- ცხადია, სისტემაში ეს ხდებოდა, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად მასშტაბური იყო ასეთი ქმედებები. როცა ციხის ვიდეოფირი გავრცელდა, ვაღიარეთ, რომ ეს იყო სისტემური ჩავარდნა. ახლა ვამბობ, ეს არა მხოლოდ პენიტენციარული სისტემის ჩავარდნა იყო, არამედ მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის".

- თქვენი აზრით, იცოდნენ მერაბიშვილმა ან პრეზიდენტმა, რომ მისი სტრუქტურის თანამშრომლები გაუგონარი სისასტიკით უსწორდებოდნენ ადამიანებს?

- სულ რომ არაფერი სცოდნოდათ, ასეც არ იქნებოდა. თეორიულად შს მინისტრს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, შეიძლება შიდა დაპირისპირების შედეგი იყო, რომ მან ინფორმაცია ნაკლებად მიიღო. ამ საკითხის შეფასებას უფრო კარგად შევძლებ საგამოძიებო პროცედურების შემდეგ. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ პრეზიდენტმა ან სხვა ჩვენი გუნდის ლიდერმა იცოდა, რომ ამ მეთოდებით მტკიცებულებებს აგროვებდნენ და ისინი მშვიდად ხვდებოდნენ ამას.

-ამბობენ, რომ ბევრ პოლიტიკოსზე არსებობს ჩანაწერები.

- არ გამოვრიცხავ, რომ ჩემზეც იყოს და ჩემს მეგობრებზეც ასეთი ჩანაწერები. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს პრეზიდენტმა იცოდა. მე მქონდა მასთან ამაზე ლაპარაკი და ის ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა ვიდეოფირების შესახებ. თუ წარმოგვიდგენენ კონკრეტულ პირებზე ფაქტებს, რომლებთანაც ერთ გუნდში მითანამშრომლია, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ასეთი ადამიანების გვერდში დგომისთვის არ ვარ პოლიტიკაში.

ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის წევრი, "ნაციონალური მოძრაობა":

- როგორი შოკიც იყო ციხის ვიდეოფირი, ისეთივე ტკივილს მაყენებს ამ ფირზე საუბარიც. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ჩემი შვილი აქ იზრდება. მინდა, არსებობდეს პრევენცია, რომ ვერც ერთმა მანიაკების ჯგუფმა ასეთი რამის გამეორება ვეღარ შეძლოს. დღეს ამ გუნდის წევრი ვარ და ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუ საბუთებს დამიდებენ, რომ ჩვენი პარტიის რომელიმე წევრი მსგავს სისაძაგლეში იყო ჩართული, მივიღებ ზომებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან წავალ. ვიქნები აქტორი, რომელიც იტყვის, რომ საერთო არაფერი აქვს იმ პირებთან, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლეს უმწარებდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა