საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი განისაზღვრა

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი განისაზღვრა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი განისაზღვრა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამრთულ ბრიფინგზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად დასახელებული თარიღი – 27 ოქტომბერი ტექნიკური შეცდომა იყო. ბარნოვის განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტი, საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბრის ბოლო კალენდარული დღით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეგზავნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც განთავსდა.

თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 1-ელ ივლისს ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს, ეს არის ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე", - აღნიშნა დღეს მანანა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა