კვალი უგულავამდე მიდის?!

კვალი უგულავამდე მიდის?!

მაშინ, როდესაც საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი სტუმრობდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს 23 თანამშრომელი ჯერ დააკავეს, მერე გამოუშვეს. თუმცა ცოტა ხანში ისევ დააკავეს მერიის 4 თანამდებობის პირი: მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერიის მაღალჩინოსნებს 50 მლნ ლარამდე გაფლანგვა-მითვისებას ედავება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ვასაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ კვალი გიგი უგულავამდე მივიდეს.

50 მილიონ ლარამდე ბიუჯეტიდან მოპარვის საქმეში სამი ეპიზოდია: პირველია პლასტიკური ბარათების ეპიზოდი. ამ ეპიზოდში 15 მლნ ლარამდეა გაფლანგული; მეორე ეპიზოდია 35 მლნ ლარამდე გამოტანა "ლიბერთი ბანკიდან" და მესამე ეპიზოდი შეეხება ფურშეტების მომსახურებას. ამ ეპიზოდში ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარია მითვისებული.

როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, თბილისის განვითარების ფონდის ანგარიშზე "ლიბერთი" ბანკში" 8 თვის განმავლობაში მერიიდან 60 მლნ ლარამდე ჩაირიცხა. "ლიბერთი"ბანკში" 719 პირისთვის პლასტიკური ბარათი დამზადდა. ოფიციალური ვერსიით, პირები, ვის სახელზეც ეს ბარათები დამზადდა, რეალურად არ ირიცხებოდნენ მერიის განვითარების ფონდის კადრებში. 30 კაცი თვეების განმავლობაში იღებდა თანხებს ბანკომატებიდან და მერე ეს ფული "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ღონისძიებებს ხმარდებოდა.

მეორე ეპიზოდი ეხება საბანკო ანგარიშიდან 35 მლნ-ის მიმთვისებელს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს. მას "ლიბერთი ბანკიდან" თანხა ჩეკით გაჰქონდა. საბანაძემ 35 მილიონის გასატანად 8-ჯერ ჩაატარა საბანკო ოპერაცია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ