ნიკოლ შერზინგერი და ლუის ჰამილტონი დაშორდნენ

ნიკოლ შერზინგერი და ლუის ჰამილტონი დაშორდნენ

რამდენიმე დღის წინ "ფორმულა 1"-ის მრბოლელი ლუის ჰამილტონი ნიკოლ შერზინგერისთვის ხელის თხოვნას აპირებდა, ახლა კი წყვილმა დაშორების შესახებ განაცხადა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ნიკოლის პრესსპიკერმა.

დაშორების მიზეზი ვარსკვლავების დატვირთული გრაფიკია. წყვილი საქმეების გამო ერთმანეთის ხშირად ნახვას ვერ ახერხებს.

"ნიკოლი ძალიან განიცდის ამ ამბავს, გულგატეხილია", - აცხადებს წყარო.

ლუისი და ნიკოლი ერთმანეთს 5 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. სულ რამდენიმე დღის წინ კი ჰამილტონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ნიკოლისთვის ხელის თხოვნას აპირებდა და მათი ქორწილიც წლის ბოლომდე შედგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია დადასტურებულია, თაყვანისმცემლებს იმედი მაინც აქვთ, რომ წყვილი ერთად იქნება, ვინაიდან ნიკოლი და ლუისი ერთმანეთს ადრეც დაშორებულან. პირველად წყვილმა დაშორების შესახებ 2010 წელს, ხოლო მეორედ 2011 წელს განაცხადა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება