პრეზიდენტის ყვარელში ყოფნის დროს დამსვენებლებს ილიას ტბაზე არ უშვებენ

პრეზიდენტის ყვარელში ყოფნის დროს დამსვენებლებს ილიას ტბაზე არ უშვებენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში საკუთარ სახლს და ვენახს პერიოდულად სტუმრობს. როგორც ადგილობრივები და დამსვენებლები აცხადებენ, პრეზიდენტი ყვარელის სახლს კვირაში სამჯერ მაინც აკითხავს და მისი ყოფნის დროს ილიას ტბისკენ მომავალი გზები იკეტება. დამსვენებლების გარდა, აღნიშნული შეზღუდვის შესახებ ილიას ტბის დირექტორის მოადგილე ლაშა ყიზილაშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუგზარ ღონიაშვილიც საუბრობენ.

"როცა პრეზიდენტი თავის სახლშია, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციელებს გზა გადაკეტილი აქვთ. ამბობენ, ილიას ტბაზე პრეზიდენტი შეიძლება ნებისმიერ დროს ავიდეს და მის უსაფრთხოებას ვიცავთო", - განაცხადა ყვარლის საკრებულოს წევრმა ნუგზარ ღონიაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა