"საქართველოს ბანკი" American Express® Gold Card-ს მომხმარებელთა ფართო წრეს სთავაზობს.
როგორც ბანკში განმარტეს, მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, პრემიალური კლასის საკრედიტო ბარათი, American Express® Gold Card-ი მომხმარებლის ფართო წრისათვის ხდება ხელმისაწვდომი. ამასთან, 2013 წლის 1-ელ სექტემბრამდე American Express Gold Card-ის აღების შემთხვევაში, მომხმარებელს დაერიცხება გაორმაგებული MR ქულები, ასევე თუ 3 თვის განმავლობაში American Express Gold Card-ით დახარჯული თანხა შეადგენს 7500 ლარს, მფლობელს დაუბრუნდება ბარათის პირველი წლის საკომისიო.
"საქართველოს ბანკის" პრემიალური კლასის საკრედიტო ბარათი American Express Gold Card-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს: ისარგებლოს ყველაზე მაღალი ლიმიტით ბაზარზე არსებულ საკრედიტო ბარათებს შორის; ისარგელობს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდით; ჩაერთოს დაგროვებით პროგრამაში Membership Rewards (MR) და ყოველ გადახდილ ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე დაერიცხოს ქულები, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია სასურველ საჩუქარზე; ასევე, ჩაერთოს ფასდაკლების პროგრამაში Selects და მიიღოს სპეციალური შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. გარდა ამისა, ბრენდირებულ მაღაზიაში თუ ონლაინშოპინგის დროს, American Express Gold Card-ით განხორციელებული ყველა შენაძენი ავტომატურად დაზღვეულია მოპარვისა და დაზიანებისგან, ხოლო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მოქმედებს ბარათის თაღლითობისგან დაცვა. მოგზაურობისას American Express Gold Card-ის მფლობელი სარგებლობს სამოგზაურო და ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაზღვევით; იმ შემთხვევაში, თუ კი გადაიდო/გაუქმდა ავიარეისი, ან მომხმარებელმა გაუშვა დამაკავშირებელი ფრენა, ასევე ბარგის დაგვიანების ან დაკარგვისას, ბარათის მფლობელს დაზღვევა ყველა ძირითად ხარჯს აუნაზღაურებს.
American Express Gold Card-ის აღებისას, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 2000 MR ქულას, თუ უკვე არ ფლობს "საქართველოს ბანკის" American Express Green ან American Express Rewards Card-ს. American Express Gold Card-ის მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ დამატებითი ბარათით სხვა ადამიანისთვის და ერთად დააგროვონ MR ქულები, ორჯერ უფრო სწრაფად.
"საქართველოს ბანკი" ფლობს საქართველოში American Express ბარათების გამოშვების და სავაჭრო ობიექტების American Express-ის ქსელში ჩართვის ექსკლუზიურ უფლებას. "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს სთავაზობს American Express-ის ბარათების ფართო არჩევანს, მომხმარებლის სხვადასხვა მოთხოვნის გათვალისწინებით: American Express Card, American Express Gold Card, American Express Blue Card, American Express Rewards Card და American Express ბიზნეს ბარათები.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9