20 წლის გოგონა-თოჯინა თვეში 300 დოლარს კოსმეტიკაზე ხარჯავს

20 წლის გოგონა-თოჯინა თვეში 300 დოლარს კოსმეტიკაზე ხარჯავს

20 წლის ლონდონელი გოგონა-თოჯინა ქეით ლოურენსი, მაკიაჟის გასაკეთებლად, დღეში რამდენიმე საათს სარკესთან ატარებს. ის ასევე დიდ დროს ხარჯავს იაპონური კულტურის შესწავლაზე, რაც მისი შთაგონების წყაროა.

"როცა ქუჩაში დავდივარ, ადამიანები ყურადღებას მაქცევენ, ზოგი სურათის გადაღებასაც მთხოვს. მომწონს თოჯინების ფართოდ გახელილი თვალები, ისეთები, როგორიც მულტფილმებშია. ამ ეფექტის მისაღწევად ლინზებს და ხელოვნური წამწამების ორ კომპლექტს ვიყენებ", - ამბობს ქეითი.

გოგონას თოჯინის ხუთი კოსტიუმი აქვს. თუმცა, ფულს, რომელსაც ქეითი მოდელად მუშაობაში იღებს, ძირითადად კოსმეტიკაზე ხარჯავს.

ქეითი თვეში 300 დოლარის ღირებულების კოსმეტიკას ყიდულობს, მაკიაჟის გაკეთებას კი ყოველდღიურად სამ საათს ანდომებს.

თოჯინასთან მსგავსების სურვილი მას ოთხი წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც დაბადების დღეზე PlayStation აჩუქეს. ქეითი კომპიუტერული თამაშების გმირებით მოხიბლული დარჩა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს