ფეხმძიმე ჰოლი ბერი ტანადობას არ კარგავს

ფეხმძიმე ჰოლი ბერი ტანადობას არ კარგავს

ჰოლივუდის მსახიობი, 46 წლის ჰოლი ბერი მეორე შვილს ელოდება. ვარსკვლავი 5 თვის ფეხმძიმეა, მაგრამ კვლავინდებურად შესანიშნავად გამოიყურება. მსახიობმა მხოლოდ მცირედით მოიმატა წონაში.

ამ დღეებში პაპარაცებმა კინოვარსკვლავი კალიფორნიაში შოპინგის დროს გადაიღეს. ჰოლის გრძელი, ტანზე მომდგარი საზაფხულო კაბა ეცვა.

მსახიობმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ 46 წლის ასაკში ფეხმძიმობა ნამდვილი ბედნიერებაა.

"ჩემი პირველი ქალიშვილი მოუთმენლად ელის სახლში პატარას გამოჩენას. არ მეგონა, რომ ამ ასაკში დაფეხმძიმებას ისევ შევძლებდი. ბავშვი, რომელსაც მუცლით ვატარებ, ყველაზე დიდი საჩუქარია", - განაცხადა ვარსკვლავმა.

ჰოლი ბერის მეორე შვილის მამა მისი საქმრო, მსახიობი ოლივიე მარტინესია. ეს ბავშვი წყვილისთვის პირველი შვილია. ჰოლის ყოფილი საყვარლისგან, მოდელ გაბრიელ ობრისგან 5 წლის ნაილა ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება