სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯოზეფ დანფორდი - საქართველოს გადასაწყვეტია, უნდა იმსახურონ თუ არა ქართველმა ჯარისაცებმა ISAF-ის მისიაში
ჯოზეფ დანფორდი - საქართველოს გადასაწყვეტია, უნდა იმსახურონ თუ არა ქართველმა ჯარისაცებმა ISAF-ის მისიაში

უნდა იმ­სა­ხუ­რონ თუ არა ქარ­თველ­მა ჯა­რი­სა­ცებ­მა ISAF-ის მი­სი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ISAF-ის იპე­რა­ცი­ის მე­თა­უ­რი, გე­ნე­რალ­მა ჯო­ზეფ დან­ფორდმა ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნუ­ცხა­და.

ჯო­ზეფ დან­ფორ­დის თქმით, ის მი­ე­სალ­მე­ბა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სამ­სა­ხურს ISAF-ის მი­სი­ა­ში 2014 წლის შემ­დე­გაც, რად­გან ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი გა­მო­ირ­ჩე­ვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უნდა იმ­სა­ხუ­რონ თუ არა ქარ­თველ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ISAF-ის მი­სი­ა­ში, არის თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე, რო­გორც ISAF-ის სარ­და­ლი, შე­მიძ­ლია, მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მო ქარ­თვე­ლე­ბის სამ­სა­ხურს ISAF-ის მი­სი­ა­ში, მათ შო­რის 2014 წლის შემ­დე­გაც, ვი­ნა­ი­დან, ეს არის კონ­ტინ­გენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით და მას შე­უძ­ლია უნი­კა­ლუ­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა ავ­ღა­ნეთ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში", - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ დან­ფორდმა.

დან­ფორ­დი გა­ზეთ "NEW YORK TIMES"-ში ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტის კობა ლიკ­ლი­კა­ძის შე­კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არა­ვინ უარ­ყო ოფი­ცი­ა­ლუ­რად ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა "ნიუ იორკ თა­იმსში", რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მძარ­ცვე­ლე­ბი, ქურ­დე­ბი არი­ან და ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ავ­ღა­ნელ ხალ­ხთან, გე­ნე­რალ­მა დან­ფორდმა აღ­ნიშ­ნა, რომ სწო­რედ ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და დღეს.

მი­სი­ვე თქმით, გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, რად­გან ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, მა­მა­ცე­ბი და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ავ­ღა­ნელ ხალ­ხთან.

"ზუს­ტად ამას გა­ვა­კე­თებ ახლა, უარ­ვყოფ იმ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­ზეთ­ში. პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს არ­მი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის 20 წლის სა­ფუძ­ველ­ზე შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო, რომ ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და ამას ადას­ტუ­რებს ის 10 წელი, რო­მე­ლიც მე ვმსა­ხუ­რობ ქარ­თულ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად ჯერ ერაყ­ში, შემ­დეგ კი ავ­ღა­ნეთ­ში. ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი, სრუ­ლი­ად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რე­ბი და მა­მა­ცე­ბი. ნამ­დვი­ლად, ავ­ღა­ნელ ხალ­ხთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებს", - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ დან­ფორდმა.

ISAF-ის გე­ნე­რა­ლი ჯო­ზეფ დან­ფორ­დი ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ერთ-ერთი მომხსე­ნე­ბე­ლია.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მთა­ვა­რი თე­მაა "ISAF-ის ოპე­რა­ცია - პროგ­რე­სი და მო­მავ­ლის ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯოზეფ დანფორდი - საქართველოს გადასაწყვეტია, უნდა იმსახურონ თუ არა ქართველმა ჯარისაცებმა ISAF-ის მისიაში

ჯოზეფ დანფორდი - საქართველოს გადასაწყვეტია, უნდა იმსახურონ თუ არა ქართველმა ჯარისაცებმა ISAF-ის მისიაში

უნდა იმსახურონ თუ არა ქართველმა ჯარისაცებმა ISAF-ის მისიაში, საქართველოს გადასაწყვეტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ISAF-ის იპერაციის მეთაური, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განუცხადა.

ჯოზეფ დანფორდის თქმით, ის მიესალმება ქართველი ჯარისკაცების სამსახურს ISAF-ის მისიაში 2014 წლის შემდეგაც, რადგან ქართული კონტინგენტი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და კომპეტენტურობით.

"რასაკვირველია ის გადაწყვეტილება, რომ უნდა იმსახურონ თუ არა ქართველმა ჯარისკაცებმა ISAF-ის მისიაში, არის თავად საქართველოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება. მე, როგორც ISAF-ის სარდალი, შემიძლია, მხოლოდ მივესალმო ქართველების სამსახურს ISAF-ის მისიაში, მათ შორის 2014 წლის შემდეგაც, ვინაიდან, ეს არის კონტინგენტი, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით და მას შეუძლია უნიკალური წვლილის შეტანა ავღანეთში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში", - აღნიშნა ჯოზეფ დანფორდმა.

დანფორდი გაზეთ "NEW YORK TIMES"-ში ქართველი ჯარისკაცების მისამართით გამოქვეყნებულ სტატიასაც გამოეხმაურა  "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის კობა ლიკლიკაძის შეკითხვაზე, თუ რატომ არავინ უარყო ოფიციალურად ის ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა "ნიუ იორკ თაიმსში", რომლის მიხედვითაც, ქართველი ჯარისკაცები მძარცველები, ქურდები არიან და ცუდი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან, გენერალმა დანფორდმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ განცხადების გაკეთებას აპირებდა დღეს.

მისივე თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები, მამაცები და კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან.

"ზუსტად ამას გავაკეთებ ახლა, უარვყოფ იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში. პირადი გამოცდილებით, საქართველოს არმიასთან ურთიერთობის 20 წლის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ამას ადასტურებს ის 10 წელი, რომელიც მე ვმსახურობ ქართულ სამხედროებთან ერთად ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში. ქართველი ჯარისკაცები არიან კომპეტენტურები, სრულიად პროფესიონალურები და მამაცები. ნამდვილად, ავღანელ ხალხთან კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველ ჯარისკაცებს", - აღნიშნა ჯოზეფ დანფორდმა.

ISAF-ის გენერალი ჯოზეფ დანფორდი ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებელია.

კონფერენციის მთავარი თემაა "ISAF-ის ოპერაცია - პროგრესი და მომავლის ერთიანი ხედვა".

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე