"შვი­ლის გა­ჩე­ნა მინ­და"

"შვი­ლის გა­ჩე­ნა მინ­და"

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მა­კა შა­ლი­კაშ­ვი­ლი რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" ერ­თ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­მა­რი­ა. მარ­თა­ლი­ა, მის კა­რი­ე­რა­ში ამ ეტაპ­ზე დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის, თუმ­ცა გვიმ­ხელს, რომ რო­გორც ქალს დი­დი გეგ­მე­ბი აქვს და შვი­ლის გა­ჩე­ნას აპი­რებს.

- მა­კა, გა­და­ცე­მა "მზე­სუმ­ზი­რე­ბის" და­ხურ­ვის შემ­დეგ რი­თი ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ამჟამად ვმუ­შა­ობ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. დი­ლის ეთერ­ში მიმ­ყავს რუბ­რი­კა "ბა­თუ­მუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი". სი­ახ­ლე მე­ტი არა­ფე­რი­ა, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბი. მოს­კო­ვე­ლე­ბი იღე­ბენ სე­რი­ალს, სა­დაც უკ­ვე გა­ვი­ა­რე სინ­ჯე­ბი. იმე­დი­ა, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვა.

- რა ში­ნა­არ­სის იქ­ნე­ბა სე­რი­ა­ლი?

- ეს იქ­ნე­ბა მხატ­ვრულ­-დო­კუ­მენ­ტუ­რი სე­რი­ა­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გი რო­ლი­ა, თუ და­მამ­ტკი­ცეს, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის.

- თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბა არ გიც­დი­ა?

- ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლი­ა, აღ­ვიდ­გი­ნო თა­ვი თე­ატ­რში. გა­და­ცე­მა "მზე­სუმ­ზი­რე­ბის" გა­მო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სი­ა­რულს და არ ვი­ყა­ვი ისე და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­გორც წლე­ბის წინ. ახ­ლა გა­და­ცე­მაც დაგ­ვი­ხუ­რეს და, რა თქმა უნ­და, მინ­და თე­ატრს და­ვუბ­რუნ­დე. ის ენერ­გი­ა, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მიგ­როვ­და, მინ­და, ისევ სცე­ნა­ზე დავ­ხარ­ჯო.

- თა­ვის დრო­ზე რა­ტომ არ­ჩიე ტე­ლე­ვი­ზია თე­ატრს?

- თე­ატ­რი ანაზღ­ა­უ­რე­ბის გა­მო დავ­თმე, სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დი. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ორი­ვეს შევ­ძლებ­დი, მაგ­რამ ფაქ­ტის წი­ნა­შე რომ დავ­დე­ქი, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ყო­ველ­დღე ეთერ­ში იჯ­დე და თან თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ია­რო - არ გა­მო­ვა. თუმ­ცა, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე და შევ­ძე­ლი "დე­კა­მე­რონ­ში" თა­მა­ში, ასე­ვე ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რში.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ხომ არ გაქვს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე?

- სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე არ არის. მე თვი­თო­ნაც არ ვარ მზად ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად. თუმ­ცა არც არა­ვინ ჩანს, ჯერ უნ­და გა­მოჩ­ნდეს, რომ მე­რე სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეს. ისე კი ძა­ლი­ან მინ­და მე­ო­რე შვი­ლი. რაც ასა­კი მე­მა­ტე­ბა, მით უფ­რო მად­ლი­ე­რი ვარ მშობ­ლე­ბის, რომ ორი და ვართ. ალ­ბათ, თი­ნა­თი­ნიც ასე იქ­ნე­ბა წლე­ბის მე­რე, თუ დედ­მა­მიშ­ვილს გა­ვუ­ჩენ. შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზე კარგს ქა­ლი ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს. მეს­მის, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლი­ა, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ჩემ­თვის კი­დევ ერ­თი შვი­ლის გაზ­რდა, მაგ­რამ ეს კარ­გი საქ­მე იქ­ნე­ბა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ შე­ნი შვი­ლის მა­მის არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს, ვის აირ­ჩევ­დი?

- ალ პა­ჩი­ნოს გა­ვუ­ჩენ­დი შვილს. ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სია და ასე­თი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის დროს ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბავ­შვე­ბი გა­მო­დი­ან. თან მას შვი­ლი არ ჰყავს. ალ პა­ჩი­ნოსა და მა­კა შა­ლი­კაშ­ვი­ლის შვი­ლი სა­ო­ცა­რი გა­მო­ვა. თან ალ პა­ჩი­ნო და­ბა­ლი­ა, მე მა­ღა­ლი და ჯიშს გა­მო­ვუ­კე­თებ­დი (ი­ცი­ნის).

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე (რა­ტი გო­გუ­ა­ძე) პა­ტი­ე­ბას და მას­თან დაბ­რუ­ნე­ბას გთხოვს.

- ეს სულ არ არის მო­უ­ლოდ­ნე­ლი. არ ვიტყ­ვი, რომ გავ­გიჟ­დე­ბი და გა­და­ვი­რე­ვი, პი­რი­ქით - დავ­ფიქ­რდე­ბი. სხვა­თა შო­რის, ამ ბო­ლო დროს ძა­ლი­ან "გა­მა­ი­მუნ­და", ამი­ტომ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ღა­და­ობს და ბევრს ვი­ცი­ნებ­დი. თუმ­ცა, თუ ისე ვეყ­ვა­რე­ბი, რო­გორც ად­რე, რა თქმა უნ­და, შე­ვუ­რიგ­დე­ბი.

- რა­ტის "გა­მა­ი­მუ­ნე­ბა­ში" რას გუ­ლის­ხმობ?

- ახ­ლა უფ­რო კარ­გი გახ­და, უფ­რო გულღია. ის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც და­შო­რე­ბის შემ­დეგ გვქონ­და, ახ­ლა აღარ გვაქვს. მე­გობ­რუ­ლად ვართ, სულ ვი­ცი­ნით. არ მაქვს ბოღ­მი­ა­ნი გუ­ლი და ის წყე­ნა, რაც იყო, უკ­ვე აღარც მახ­სოვს. რო­ცა რა­ტის ვხე­დავ, სულ პირ­ზე ღი­მი­ლი გვაქვს ორი­ვეს.

- ხომ არ მო­გე­ნატ­რათ ერ­თმა­ნე­თი?

- ის ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია არ მოგ­ვნატ­რე­ბი­ა, მაგ­რამ რა თქმა უნ­და, მე­ნატ­რე­ბა და ალ­ბათ, მა­საც ვე­ნატ­რე­ბი ხოლ­მე. ორი­ვე მა­გა­რი ტი­პე­ბი ვართ და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თმა­ნე­თი არ მოგ­ვე­ნატ­როს. ჩვე­ნი შვი­ლი მა­მას ძა­ლი­ან ჰგავს. მას რომ ვუ­ყუ­რებ, რა­ტი მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, იღ­ვი­ძებ და აღ­მო­ა­ჩენ, რომ გია ჯა­ჯა­ნი­ძე მარ­თლა შე­ნი მე­უღ­ლე­ა...

- ჩე­მი ჯა­ჯუ­ნა? მა­გა­რი იქ­ნე­ბა! ჩვენ ვიქ­ნე­ბით საყ­ვა­რე­ლი და მე­გობ­რუ­ლი ცოლ­-ქმა­რი. თა­ვის დრო­ზე ეს ჭო­რი იმი­ტომ აგორ­და, რომ ალ­ბათ, ში­ნა­გა­ნად გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. გია ჩე­მი ქმა­რი­ი?! სი­ხა­რუ­ლის­გან გუ­ლი გა­მის­კდე­ბა, აუ, ცო­ტა ხა­ნი შემ­დე­გი კითხ­ვა აღარ და­მის­ვა, მა­ცა­ლე ბედ­ნი­ე­რე­ბით ტკბო­ბა (ი­ცი­ნის)!

- ვხე­დავ, სხე­ულ­ზე სვი­რინ­გე­ბი გაქვს...

- მხარ­ზე გა­ვი­კე­თე დრო­ე­ბი­თი ტა­ტუ, მაგ­რამ მუდ­მი­ვი აღ­მოჩ­ნდა, ახ­ლა სა­შინ­ლად არ მომ­წონს. ყვე­ლას მივ­მარ­თავ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით ტა­ტუს ნუ გა­ი­კე­თე­ბენ, რად­გან ის მუდ­მი­ვად დარ­ჩე­ბათ. მხარ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და მო­ვი­ცი­ლო, ეს პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვე­ბი კი ძა­ლი­ან მომ­წონს.

- ვარ­სკვლა­ვი რა­ტომ ამო­ის­ვი­რინ­გე?

- იმი­ტომ, რომ ვარ­სკვლა­ვი ვარ (ი­ცი­ნის). სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ერ­თი კუთხ­ით მიც­ნობს, არა­და, სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რიც ვარ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ არ მაქვს დარ­დი და სევ­და, მაგ­რამ ეს ხომ ასე არ არის?! ეეჰ, თქვენ ხომ არ იცით, ჩემს გულ­ში რა ტრი­ა­ლებს?.

- სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მო­გე­ცეს, რას შეც­ვლი­დი სა­კუ­თარ თავ­ში?

- ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას გა­რეგ­ნო­ბა­ში. ერ­თ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გავ­ლა­მაზ­დე­ბი. სა­ერ­თოდ, მე­ში­ნია სი­ბე­რის. გულს რომ უნ­და და სხე­უ­ლი არ მოგ­ყვე­ბა, ეგ მა­გი­ჟებს.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას გვეტყ­ვი?

- ჩე­მი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ის არის, რომ მინ­და შვი­ლის გა­ჩე­ნა და თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბა.

ფსიქოლოგის დასკვნა

ლე­ვან ოდი­შა­რია - ფსი­ქო­ლო­გი: - ემო­ცი­უ­რად ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის პატ­რო­ნი­ა. აქვს მა­ღა­ლი გუ­ნე­ბა-­გან­წყო­ბა და დო­მი­ნან­ტი­ა. აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი უკა­ვი­ა. მი­ზან­სწრა­ფუ­ლია და აქვს არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის კარ­გი შეგ­რძნე­ბა.

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება