ქალის პირად ცხოვრებას მისი თავის ქალის ფორმა განსაზღვრავს

ქალის პირად ცხოვრებას მისი თავის ქალის ფორმა განსაზღვრავს

ქალის თავის ფორმას ბევრი რამის თქმა შეუძლია მამაკაცებთან მისი ურთიერთობის შესახებ. ასეთი აღმოჩენა ბრიტანელმა მეცნიერებმა გააკეთეს.

სტირლინგისა და გლაზგოს უნივერსიტეტების მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის შედეგები ჟურნალ British Journal of Psychology-ში დაიბეჭდა, რამდენიმე ასეულმა მოხალისე მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. მათი აზრით ქალები, რომლებიც თავის ქალის მოგრძო, ხოლო ყბის "კვადრატული" ფორმით გამოირჩევიან, გრძელვადიანი ურთიერთობისთვის უკეთ გამოდგებიან.

ამავე დროს, სუსტი სქესის ის წარმომადგენლები, რომლებსაც თავის ქალის მრგვალი ფორმა და სახის ნაზი ნაკვთები აქვთ, კვლევაში მონაწილეებმა თავქარიანად და არასერიოზულად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ მათთან მხოლოდ მოკლევადიანი რომანით შემოიფარგლებოდნენ.

მომზადებულია GlobalScience.ru.-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს