ირაკლი ფუტკარაძე - მარინა ბერიძისთვის ყურადღება არც მიმიქცევია

ირაკლი ფუტკარაძე - მარინა ბერიძისთვის ყურადღება არც მიმიქცევია

მუსიკალურ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ასაკით ყველაზე უმცროსი კონკურსანტი - ზუგდიდელი 15 წლის ირაკლი ფუტკარაძე კონკურსს "გამოეთიშა". პროექტში გამოჩენისთანავე ირაკლის დიდი მოწონება ხვდა წილად. რამდენიმე კვირის განმავლობში, ლიდერიც იყო. ირაკლის ქებას ბოლო დროს, ხალხის გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკაც მოჰყვა. ამ ცოტა ხნის წინ, ქალბატონმა მარინა ბერიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: ირაკლი თითქოს ეცოდებათ, რადგან პატარაა, გამოუცდელი და ამიტომ გადაჰყავთ ტურიდან ტურშიო. დავინტერესდით, ამასთან დკავშირებით თავად ირაკლი რას ფიქრობს? მისი აზრით, რატომ გულშემატკივრობდა ხალხი? რატომ ვერ მოხვდა ფინალში?

- ირაკლი, როგორ ხარ? ელოდი, რომ ფინალისტებს შორის ვერ მოხვდებოდი?

- პროექტის დატვირთული რეჟიმის გამო, ცოტა გადაღლილი ვარ. "საქართველოს ვარსკვლავიდან" გამოვარდნა ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. ფინალში მოხვედრა ძალიან მინდოდა.

- ხმების რაოდენობის მიხედვით, რამდენიმე კვირის განმავლობაში, კონკურსის ლიდერი იყავი. როგორ ფიქრობ, - ბოლოს შენი გულშემატკივრები რატომ მოდუნდნენ?

- ალბათ, იფიქრეს, - მაინც ლიდერიაო და ჩემს ნომერზე დარეკვის ტემპს მოუკლეს.

- კონკურსში კარგი "სტარტი" აიღე - ამას თითქმის ყველა აღნიშნავდა, თუმცა შემდეგ ხშირად გაკრიტიკებდნენ. შენს სასცენო გამოსვლებს თავად როგორ შეაფასებ - შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მოახერხე?

- რა თქმა უნდა, კვირიდან კვირამდე უფრო მეტ რაღაცას ვსწავლობდი. თავდაპირველად, სცენაზე დგომის შიში მქონდა, ვნერვიულობდი... შემდეგ, ყოველი პირდაპირი ეთერის დროს, შიში ნელ-ნელა მიქრებოდა, კონკურსის ბოლოსკენ კი უფრო მეტად "გახსნილი" ვიყავი. კრიტიკას რაც შეეხება, ალბათ, იმიტომ მაკრიტიკებდნენ, რომ ისინი სხვა კონკურსანტებს გულშემატკივრობდნენ. რაღაც აზრი აქვს, რომ მოწინააღმდეგეს კრიტიკული კომენტარი დაუწერო. პროექტში, ჩემი ბოლო გამოსვლით კმაყოფილი ვარ: ნახევარფინალი იყო. ამიტომ მაქსიმუმი გავაკეთე...

- ქალბატონი მარინა ბერიძის ინტერვიუ თუ წაიკითხე, რომელშიც შენ შესახებაც საუბრობდა?

- წავიკითხე, მაგრამ ყურადღება არც მიმიქცევია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ასევე: "მე რომ ჟიურის წევრი ვიყო, ირაკლი ფუტკარაძეს არ ავიყვანდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება