იაპონური მულტიპლიკაციის შედევრი

იაპონური მულტიპლიკაციის შედევრი

პირველად იაპონური მულტიპლ­იკაციის საოცარ სამყაროს ძალიან პატარა ასაკში ვეზიარე, როდესაც წილად მხვდა ბედნიერება, ამ ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს გავცნობოდი - "ციცინათელების სამარხმა" ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ეს არის სულისშემძვრელი მულტიპლიკაციური ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომელიც 1988 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და მოგვითხრობს 14 წლის ბიჭუნას შესახებ, რომელიც ძალიან რთულ დროს თავისი პატარა დის ერთადერთ პატრონად იქცა...

მას შემდეგ სიტყვა "ანიმე" ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საინტერესო გახდა. იაპონელებმა ანიმაცია ანიმედ შეამოკლეს და მულტიპლიკაციაში თავისი ხელწერა დაამკვიდრეს. ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სტუდია "ჯიბლიმ", რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა, დღემდე არსებობს და მოკლე თუ ხანგრძლივი ფილმების შექმნისას დიდი გემოვნებითა და კრეატიულობით გამოირჩევა.

"ციცინათელების სამარხის" შემდეგ იყო "მფრინავი გემი-მოჩვენება", რომელსაც ქართული ტელევიზიით საკმაოდ ხშირად აჩვენებდნენ. სხვათა შორის, ეს მულტიპლიკაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი ბევრად ადრე გამოვიდა, ვიდრე "ციცინათელების სამარხი", კერძოდ, 1969 წელს და გარკვეულწილად წინასწარმეტყველურიც აღმოჩნდა. პატარა ბიჭი დედის გარეშე დარჩება სამყაროში, სადაც რობოტები ბატონობენ, შუშხუნა გაზიანი სასმლისადმი დამოკიდებულება კი ხალხს იწირავს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს