ნიკოლ შერზინგერი თხოვდება

ნიკოლ შერზინგერი თხოვდება

მომღერალი ნიკოლ შერზინგერი თხოვდება. ვარსკვლავი და "ფორმულა 1"-ის მრბოლელი ლუის ჰამილტონი ერთად უკვე 5 წელია არიან და რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი მალე ოფიციალურად განაცხადებს ნიშნობის შესახებ.

"მე და ნიკოლი ერთად უკვე 5 წელია ვართ და უნდა ითქვას, რომ ეს ცხოვრების მთელი ეტაპია. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში დავქორწინდებით", - განაცხადა მრბოლელმა.

ნიკოლ შერზინგერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გათხოვებას არ აპირებს. 

"ვფიქრობ შემდეგი 5 წელი იდეალური დროა შვილების გასაჩენად, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ყურადღება კარიერაზე მაქვს გამახვილებული. უამრავ ქალს ვიცნობ, რომლებიც საკმაოდ გვიან გახდნენ დედები. თუ ეს არ მოხდება, ხელოვნურ განაყოფიერებას მივმართავ",- აღნიშნა 34 წლის ნიკოლმა Marie Claire-თან საუბრისას.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება