პირველი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში სოციალური პარტნიორობისგან

პირველი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში სოციალური პარტნიორობისგან

საქველმოქმედო ფონდმა "სოციალური პარტნიორობა" თბილისში, მეუნარგიას ქუჩაზე გახსნა ევროპული დონის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ცხოვრობენ. სახლი პასუხობს ევროპული მოთხოვნების უკლებლივ ყველა უმაღლეს კატეგორიას და არის სამაგალითო დაწესებულება მზრუნველობას მოკლებული ბავშვების აღსაზრდელად არამხოლოდ ლოკალური, არამედ რეგიონის მასშტაბით.

"სოციალური პარტნიორობის" სახლი წარმოადგენს ბავშვებისთვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მათ აქვთ შექმნილი საუკეთესო საცხოვრებელი და საგანმანათლებლო პირობები. ბავშვებზე ზრუნავენ ლიცენზირებული აღმზრდელები, (ხუთი) რომლებიც უზრუნველყოფენ მათ დღეში ოთხჯერად კვებას, შესაბამისი განათლების მიღებას და მათზე ზოგად ზრუნვას.

ჩვენს სახლში თითო ოთახში ცხოვრობს ორი ბავშვი, რომელთა ასაკიც 6 დან 11 წლამდეა, ყველა ბავშვს აქვს პერსონალური კომპიუტერი, სამეცადინო კუთხე და საერთო სათამაშო ოთახი. სახლის ტერიტორიაზე არის 2,000 კვადრატული მეტრის ეზო, რომელსაც ბავშვები იყენებენ დასასვენებლად და სათამაშოდ.

ჩვენი მიზანია, არსებული რესურსით ვიზრუნოთ ბავშვებზე, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი მომავლის შანსი და შევუქმნათ ყველა ის პირობა, რა პირობებშიც იზრდებიან საშუალო შემოსავლის მქონდე ოჯახის ბავშვები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ოჯახი ბავშვისთვის საუკეთესო ადგილია, თუმცა სამწუხაროდ ყველა ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა რომ საკუთარ ოჯახში ჰქონდეს ცხოვრების ნორმალური პირობები, ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ოჯახური გარემო შევუქმნათ მათ.

საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" მისი პროექტების ფარგლებში ერთ წელზე მეტია უკვე აქტიურად ეხმარება სოციალურად დაუცველ საქართველოს მოსახლეობას. სოციალური პარტნიორობა წარმოადგენს ყველაზე დიდ "უფასო შინ მოვლის" ორგანიზაციას, რომელიც ყოველდღიურად ეხამრება 270 საწოლს მიჯაჭვულ მოქალაქეს უფასო ექთნის მომსახურებით, უფასო ჰიგიენური საშუალებებითა და მედიკამანტებით. ფონდი ფინანსურ ყოველთვიურ დახმარებას უწევს მრავალშვილიან ოჯახებს (შვიდი და მეტი შვილი) და ასევე ყოველდღიურად ეხმარება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.

"სოციალური პარტნიორობა" მიმდინარე წელს გეგმავს კიდევ ორი საოჯახი ტიპის სახლის გახსნას და ასევე საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის რამდენიმე საჭირო მიმართულების დამატებას, ახალი პროექტების დახმარებით ფონდი შეძლებს უფრო მეტი გაჭირვებული ადამიანის დახმარებას.

საქველმოქმედო ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მის პარტნიორ უკრაინულ საქველმოქმედო ფონდს "სოციალურ პარტნიორობას" (www.socpartnerstvo.org) იმ წვლილისთვის, რაც მათ მოცემული პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეიტანეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ჩვენი ფონდისა და პროექტების შესახებ ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს www.fsp.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი