ლიამ ჰემსვორტი მორიგი პროექტისთვის ემზადება

ლიამ ჰემსვორტი მორიგი პროექტისთვის ემზადება

ლიამ ჰემსვორტის ფილმოგრაფია იზრდება. მსახიობი კრიმინალურ ტრილერ - "კატ ბენკიში" მონაწილეობისთვის ემზადება, ასეთი სახელწოდება ექნება რეჟისორ მეტ შაკმანის სრულმეტრაჟიან დებიუტს. პლანეტის ყველაზე სექსუალურ გოგონად აღიარებული მაილი საირუსის მეგობარი ბიჭისთვის ეს თავის გამოვლენის კიდევ ერთი კარგი შანსი იქნება.

ლიამ ჰემსვორტი 1990 წლის 13 იანვარს დაიბადა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში. მისი ორი უფროსი ძმაც მსახიობია - კრისი და ლიუკი. განსაკუთრებით პოპულარული კრის ჰემსვორტია. ორივე ძმა ლიამს დღემდე ეხმარება კარიერის აწყობაში.

ლიამი 8 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად პატარა კუნძულ ფილიპზე გადავიდა საცხოვრებლად, 2009 წლის შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრა ძმებთან ერთად და იქ შეუდგა თავისი ოცნების ასრულებას. ძმები დღემდე ერთად ცხოვრობენ ლოს-ანჯელესში და სანამ პირად ცხოვრებას აიწყობენ, მარტოხელა მამაკაცების ცხოვრებას მისდევენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება