"ნაციონალების პოლიტიკური ჰარაკირი ჩემს ქალაქს ძვირი უჯდება"

"ნაციონალების პოლიტიკური ჰარაკირი ჩემს ქალაქს ძვირი უჯდება"

რამდენიმე დღის წინ სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარედ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ემზარ შუბლაძე აირჩიეს. მისი კონკურენტი, "ქართულ ოცნების" კანდიდატი იმედა გოგავა არჩევნებსა და მის შედეგებს "გურია ნიუსთან" აფასებს.

"საკრებულოს სხდომაზე გაიმარჯვა ცინიზმმა და ვიწროპარტიულმა ინტერესმა - ნაციონალებმა ხმა მისცეს საკუთარი რაიონის განვითარების დამუხრუჭებას და უცერემონიოდ გაილაშქრეს ხალხის ნების წინააღმდეგ. მე ძალიან კარგად ვიცნობ მათ, ვიცი მათი შესაძლებლობები და მათი თვალსაწიერი. მიუხედავად ამისა, სადღაც გულში ბჟუტავდა იმედი, რომ ეს ადამიანები საბოლოოდ მიაფურთხებენ ეშმაკს, დადგებოდნენ ხალხის მხარეს და ყველანი ერთად შევძლებდით ჩვენი ქალაქის ირგვლივ გაერთიანებას. ამ ეტაპზე ეს არ მოხერხდა, მათ ვერ აჯობეს პარტიულ ზეწოლას და შანტაჟს, კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლნენ ჭაობში. მათ თავიანთ თავს უკვე გაუკეთეს პოლიტიკური ჰარაკირი და მე იმაზე ვდარდობ, რომ ეს ჰარაკირი ჩემ ქალაქს ძალიან ძვირად უჯდება", - აცხადებს იმედა გოგავა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა