გიორგი სუხიტაშვილი - სადისტიბუციო მანქანებისთვის დროის ლიმიტი უნდა დაწესდეს

გიორგი სუხიტაშვილი - სადისტიბუციო მანქანებისთვის დროის ლიმიტი უნდა დაწესდეს

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მერიას მიმართავს და დისტრიბუტორებისთვის "პიკის საათებში" მოძრაობასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.

"აბა კანონმდებლებო და ა.შ.-მდეგნო, თბილისის მერიავ, და კიდე არ ვიცი ვის კომპეტენციაში შეიძლება რომ შედიოდეს, მომისმინეთ!

ვიწრო ქუჩებზე (და არამარტო) უკვე აუცილებლად მიმაჩნია სადისტიბუციო მანქანებისთვის დაწესდეს დროის ლიმიტი. არასოდეს არ არის მათი მანქანები პარკირებული, ყოველთვის სავალ ნაწილზე დგანან და ამაზე არც "სითი-პარკი" და არც საპატრულო პოლიცია არ რეაგირებს, ან თუ რეაგირებს, ეს არც თუ ისე ეფექტურად ხდება. მუდამ იქმნება საავარიო სიტუაცია, საცობები და ა.შ. მომარაგება უნდა მოხდეს გამთენიისას (უნდა შეწუხდნენ მომწოდებლებიც და ამ მოწოდებულის მიმღებნიც. ეს არის, ჩემი დილეტანტური მიდგომით, გამოსავალი. თუ ვინმეს აქვს სხვა მოსაზრება, უკეთესი, ყველა კიდურით დავუკრავ ტაშს", - წერს სუხატაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს