სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით სერგეენკო - 1-ელი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება
დავით სერგეენკო - 1-ელი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება

პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა და სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა ფარ­თოვ­დე­ბა. რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და, 1 ივ­ლი­სი­დან სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყოფ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ორ­მაგ­დე­ბა. კერ­ძოდ, ოჯა­ხის პირ­ველ წევ­რზე 30 ლა­რის ნაც­ვლად 60 ლარი იქ­ნე­ბა, ხოლო ოჯა­ხის ყო­ველ მომ­დევ­ნო წევ­რზე 24 ლა­რის ნაც­ვლად 48 ლარი. გა­ორ­მა­გე­ბულ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას 144 000 ოჯა­ხი მი­ი­ღებს.

ამას­თან, 1 ივ­ლი­სი­დან ასე­ვე ფარ­თოვ­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა, კერ­ძოდ, გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას და ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ებს, გეგ­მი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და­ე­მა­ტე­ბა. ასე­ვე უფა­სო იქ­ნე­ბა ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი. მი­ნის­ტრის თქმით, გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ფარ­თო სპექტრი და­ფი­ნანსდე­ბა წლი­უ­რი ლი­მი­ტით 15 000 ლარი და და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა 70% , ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის წლი­უ­რი ლი­მი­ტი 12 000 იქ­ნე­ბა და და­ფი­ნანსდე­ბა 80%-ით. ორ­სულ­თა პატ­რო­ნა­ჟი და მშო­ბი­ა­რო­ბა, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი - 500 ლა­რით, სა­კე­ის­რო კვე­თა - 800 ლა­რით და­ფი­ნანსდე­ბა.

ამ დახ­მა­რე­ბებს მი­ი­ღე­ბენ ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც 28 თე­ბერ­ვლამ­დე არ გა­აჩ­ნდათ არა­ნა­ი­რი და­ზღვე­ვა. ასე­ვე ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც 1 ივ­ლი­სი­დან სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა შე­უ­წყდე­ბათ. ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კერ­ძო და­ზღვე­ვა­ში აღარ იქ­ნე­ბი­ან სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, 1 ივ­ლი­სის შემ­დეგ, მი­ი­ღე­ბენ მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას და ექი­მის უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ებს.

მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 100% მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ბა­ზი­სო პა­კე­ტით იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ წი­ნას­წარ კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, შე­ფას­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა რამ­დე­ნად შეძ­ლებ­და ყვე­ლა იმ რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, რაც გაზ­რდილ სა­და­ზღვე­ვო პროგ­რა­მას შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია და გა­ა­კე­თეს რის­კე­ბის მო­დუ­ლი­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით. მი­ნის­ტრი სერ­გე­ენ­კო ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ში ვერ ხე­დავს.

სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა­ში, 28 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე, პროგ­რა­მა­ში და­რე­გის­ტრირ­და 1 347 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ­გან ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა 41 000-ზე მეტ­მა მი­ი­ღო, ხოლო გა­და­უ­დე­ბე­ლი სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი 15 000-ზე მეტ­მა. სულ ამ მიზ­ნით 6 361 000 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით სერგეენკო - 1-ელი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება

დავით სერგეენკო - 1-ელი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება

პირველი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სოციალური დახმარება ორმაგდება. კერძოდ, ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარის ნაცვლად 48 ლარი. გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას 144 000 ოჯახი მიიღებს.

ამასთან, 1 ივლისიდან ასევე ფართოვდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, კერძოდ, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმის კონსულტაციებს, გეგმიური სამედიცინო დახმარება დაემატება. ასევე უფასო იქნება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები. მინისტრის თქმით, გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი დაფინანსდება წლიური ლიმიტით 15 000 ლარი და დაფინანსება იქნება 70% , ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის წლიური ლიმიტი 12 000 იქნება და დაფინანსდება 80%-ით. ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა, ფიზიოლოგიური - 500 ლარით, საკეისრო კვეთა - 800 ლარით დაფინანსდება.

ამ დახმარებებს მიიღებენ ის პირები, რომელთაც 28 თებერვლამდე არ გააჩნდათ არანაირი დაზღვევა. ასევე ის პირები, რომლებსაც 1 ივლისიდან სხვადასხვა მიზეზების გამო სამედიცინო დაზღვევა შეუწყდებათ. ის პირები, რომლებიც კერძო დაზღვევაში აღარ იქნებიან სხვადასხვა მიზეზების გამო, 1 ივლისის შემდეგ, მიიღებენ მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმის უფასო კონსულტაციებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის 100% მინიმალური საბაზისო პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი. სერგეენკომ აღნიშნა, რომ წინასწარ კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, შეფასდა საქართველოს სამედიცინო სისტემა რამდენად შეძლებდა ყველა იმ რისკების გათვალისწინებას, რაც გაზრდილ სადაზღვევო პროგრამას შეეძლო გამოეწვია და გააკეთეს რისკების მოდულირება საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით. მინისტრი სერგეენკო ვერანაირ პრობლემას სამედიცინო დახმარების მიღებაში ვერ ხედავს.

სახელმწიფო დაზღვევაში, 28 თებერვლიდან დღემდე, პროგრამაში დარეგისტრირდა 1 347 000-ზე მეტი ადამიანი, მათგან ამბულატორიული მომსახურება 41 000-ზე მეტმა მიიღო, ხოლო გადაუდებელი სტაციონალური 15 000-ზე მეტმა. სულ ამ მიზნით 6 361 000 ლარი დაიხარჯა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია