"მე რომ ჟიურის წევრი ვიყო, ირაკლი ფუტკარაძეს არ ავიყვანდი"

"მე რომ ჟიურის წევრი ვიყო, ირაკლი ფუტკარაძეს არ ავიყვანდი"

მუსიკალურ პროექტებში მონაწილე კონკურსანტების რისხვად მონათლული და სიმკაცრით გამორჩეული მარინა ბერიძე ჟიურის აკრიტიკებს და ამბობს, რომ ტკბილი და თბილი ვერასოდეს გახდება, რადგან მიაჩნია, რომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავს" მკაცრი და ობიექტური ჟიური სჭირდება.

- მე ჩემი აზრი მაქვს მონაწილეებზე. ყველაფერს დაუფარავად ვამბობ და ახლაც უნდა ვთქვა, რომ ირაკლი ფუტკარაძეს მე საერთოდ არ ავიყვანდი. უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ არა ამ კონკურსისთვის. ასაკით პატარაა და იმ სიმღერებს, რასაც ასრულებს, ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება, რომელიც მას არა აქვს. მომღერალმა თითოეულ მაყურებლამდე უნდა მიიტანოს სიმღერა. მე რომ დარბაზში ვზივარ, უნდა მეგონოს, რომ ჩემთვის მღერის.

ირაკლი თითქოს ეცოდებათ, რადგან პატარაა, გამოუცდელი და ამის გამო გადაჰყავთ ტურიდან ტურში. მე არ ავიყვანდი, "ნიჭიერში" გავუშვებდი, რადგან მართლაც ნიჭიერია, თუმცა ამ პროექტში ისეთი მონაწილეები არიან, მარტო ნიჭით ვერაფერს გახდები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება