სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ შსს-ს ოპერატიული არქივის ასლები გატანილია
კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ შსს-ს ოპერატიული არქივის ასლები გატანილია

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი თე­მურ კენ­კე­ბაშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოპე­რა­ტი­უ­ლი არ­ქი­ვის ას­ლე­ბი დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან კუდ-ის დი­რექ­ტორ­მა ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვილ­მა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ და "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბის IT სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზუ­რაბ თუთ­ბე­რი­ძემ გა­ი­ტა­ნეს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თე­მურ კენ­კე­ბაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ქი­ვის ას­ლე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ი­ტა­ნეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოპე­რა­ტი­უ­ლი არ­ქი­ვი არის კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ცნო­ბე­ბის შემ­ცვე­ლიც. ის უნდა გა­ნად­გურ­დეს მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ძი­ე­ბა მოხ­დე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მე მი­ვე­დი დე­პარ­ტა­მენ­ტში, სა­დაც სრუ­ლი ქა­ო­სი იყო. ყვე­ლა აკე­თებ­და ამ არ­ქი­ვის ას­ლებს. თა­ნამ­შრომ­ლე­მა იცი­ან ზუს­ტად ვინ და რო­გორ გა­ი­ტა­ნა ას­ლე­ბი. ეს იყო და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 ოქ­ტომ­ბე­რი. ას­ლე­ბი გა­ი­ტა­ნეს კუდ-ის დი­რექ­ტორ­მა ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვილ­მა, თავ­დაც­ვის სა­მინ­სტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ, ე.წ. მას­ტე­რამ და "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბის IT სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ზუ­რაბ თუთ­ბე­რი­ძემ. ზუს­ტად ვიცი, ამის მომსწრე მე თვი­თონ ვარ. სხვებ­მა გა­ი­ტა­ნეს თუ არა ამა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პი­რო­ბა იმი­სა, რომ ეს კომ­პრო­მა­ტე­ბი აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, არ არ­სე­ბობს", - აცხა­დებს კენ­კე­ბაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ დათა ახა­ლა­ი­ას მო­თხოვ­ნით გა­ი­ტა­ნა ას­ლე­ბი.

კენ­კე­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მან შს მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და­ნიშ­ვნი­დან ორ კვი­რა­ში მი­ა­წო­და. კენ­კე­ბაშ­ვი­ლის თქმით, ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა და კომ­პრო­მა­ტე­ბის არ­ქი­ვის შექ­მნა კონ­კრე­ტუ­ლად ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლის იდეა იყო.

"კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტვინს და მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლას წარ­მო­ად­გენ­და ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლი. სწო­რედ მისი იდე­ით ხდე­ბო­და კომ­პრო­მა­ტე­ბის არ­ქი­ვის შექ­მნა. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ეს იქ­ნე­ბო­და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი", - აცხა­დებს კენ­კე­ბაშ­ვი­ლი.

იგი სა­მა­ლა­ვე­ბის თე­მა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მა­ლა­ვე­ბი 2012 წლის აპ­რილ-მა­ის­ში გა­კეთ­და. მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი სა­მა­ლა­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას გა­კეთ­და და ერთ-ერთი სა­მა­ლა­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვე­მო ქარ­თლშიც არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ შსს-ს ოპერატიული არქივის ასლები გატანილია

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ შსს-ს ოპერატიული არქივის ასლები გატანილია

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული არქივის ასლები დეპარტამენტიდან კუდ-ის დირექტორმა ვაჟა ლელუაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი დგებუაძემ და "მოდულის" შენობის IT სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურაბ თუთბერიძემ გაიტანეს.

ამასთან დაკავშირებით თემურ კენკებაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, არქივის ასლები საპარლამენტო არჩევნების გამართვიდან რამდენიმე დღეში გაიტანეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული არქივი არის კონკრეტული პირების პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების შემცველიც. ის უნდა განადგურდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება მოხდება. არჩევნების შემდეგ, მე მივედი დეპარტამენტში, სადაც სრული ქაოსი იყო. ყველა აკეთებდა ამ არქივის ასლებს. თანამშრომლემა იციან ზუსტად ვინ და როგორ გაიტანა ასლები. ეს იყო დაახლოებით 3-4 ოქტომბერი. ასლები გაიტანეს კუდ-ის დირექტორმა ვაჟა ლელუაშვილმა, თავდაცვის სამინსტროს წარმომადგენელმა გიორგი დგებუაძემ, ე.წ. მასტერამ და "მოდულის" შენობის IT სამსახურის უფროსმა ზურაბ თუთბერიძემ. ზუსტად ვიცი, ამის მომსწრე მე თვითონ ვარ. სხვებმა გაიტანეს თუ არა ამაზე ვერაფერს ვიტყვი. განადგურების შემთხვევაში, პირობა იმისა, რომ ეს კომპრომატები აღარ გამოიყენება, არ არსებობს", - აცხადებს კენკებაშვილი.

მისივე თქმით, გიორგი დგებუაძემ დათა ახალაიას მოთხოვნით გაიტანა ასლები.

კენკებაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მან შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დანიშვნიდან ორ კვირაში მიაწოდა. კენკებაშვილის თქმით, ჩანაწერების გაკეთება და კომპრომატების არქივის შექმნა კონკრეტულად ვაჟა ლელუაშვილის იდეა იყო.

"კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტვინს და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა ვაჟა ლელუაშვილი. სწორედ მისი იდეით ხდებოდა კომპრომატების არქივის შექმნა. თავისთავად ცხადია, ეს იქნებოდა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული", - აცხადებს კენკებაშვილი.

იგი სამალავების თემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამალავები 2012 წლის აპრილ-მაისში გაკეთდა. მისივე თქმით, მსგავსი სამალავები რამდენიმე ადგილას გაკეთდა და ერთ-ერთი სამალავი, სავარაუდოდ, ქვემო ქართლშიც არის.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ