ერეკლე წულაძე გურიაში "ვაილდ ვესტის" მხედრებს ძეგლს დაუდგამს

ერეკლე წულაძე გურიაში "ვაილდ ვესტის" მხედრებს ძეგლს დაუდგამს

ბუკლიკოს სალამი ყველას, ვინც ჩემს რუბრიკას აქტიურად ადევნებს თვალს. წარმოგიდგენთ ახალ-ახალ და ცხელ-ცხელ ნიუსებს ამა ქვეყნიდან.

მოქანდაკე ერეკლე წულაძის "ფეისბუქის" გვერდზე ახალი ფოტოები ვნახე, რომლებზეც მისი ახალი ნამუშევრის მაკეტი იყო ასახული. ნამუშევარს "გურულები ამერიკაში" ჰქვია. ერეკლეს პირველი ნამუშევარი "მე, შენ და ბათუმი" 2012 წლის შემოდგომაზე ბათუმში დაიდგა. შემოდგომაზე თავისი პირველი პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 30-მდე ნამუშევარი, როგორც განხორციელებული პროექტები, ისე სხვადასხვა სკულპტურის მაკეტი.

თურმე ქართულ რეალობაში ყველაზე ახალგაზრდა მოქანდაკეა, რომელმაც 25 წლის ასაკში დადგა ქანდაკება. "მე, შენ და ბათუმის" გარდა, ბათუმისთვის კიდევ სამი ესკიზი აქვს შექმნილი. ერთი ქუჩის მუსიკოსის სკულპტურაა, მეორე - შეზლონგზე წამოწოლილი გოგონა, ხოლო მესამე - ცნობილი აგრონომის, მებაღე-დეკორატორის იასონ გორდეზიანის ქანდაკება. რაც შეეხება სკულპტურას "გურულები ამერიკაში", ერეკლე მის განხორციელებას გურიაში გეგმავს.

ცნობილი ფაქტია, რომ გურულების ერთი ნაწილი ინგლისში 1892 წელს გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო ამერიკელი შოუმენის ბაფალო ბილი ქოუდის "ველური დასავლეთის შოუში". ერთი წლის შემდეგ მოჯირითეები ამერიკაშიც ჩავიდნენ და 30 წელზე მეტხანს მონაწილეობდნენ ცირკის წარმოდგენებსა და შოუებში. ისინი თავბრუდამხვევ ილეთებს ასრულებდნენ და არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ ამერიკელი კოვბოების აღფრთოვანებაც დაიმსახურეს.

ქართველების ჯირითს მაშინდელი ამერიკული პრესაც ეხმაურებოდა. გურული ცხენოსნებით უინძორების ოჯახი და დედოფალი ვიქტორიაც დაინტერესდნენ. "ვაილდ ვესტ შოუ" უინძორების სასახლეში 1892 წლის 25 ივნისს გაიმართა. მაყურებელთა შორის იყო სამეფო ოჯახი და არისტოკრატები. წარმოდგენით აღფრთოვანებულმა დედოფალმა მოჯირითეებს მოოქროული ალბომი უსახსოვრა, სადაც მათი წარმოდგენის ამსახველი ფოტოები იყო მოთავსებული.

გურული მოჯირითეების უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე დარჩა შეერთებულ შტატებში და ბევრი იქვე დაოჯახდა. ვინც საქართველოში დაბრუნდა, ბოლშევიკებმა ამერიკელ ჯაშუშებად მონათლეს და დააპატიმრეს. გაანადგურეს ფოტოები, საჩუქრები და მათი საზღვარგარეთ ყოფნის ყოველგვარი სამხილი. ეს ამბავი ბევრმა მიივიწყა და საკმაოდ დიდხანს ამ თემას ტაბუც კი ედო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება