ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპრადიეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ რუსეთის მოქალაქე გახდა, საფრნგეთის სასამართლომ მართვის მოწმობა ჩამოართვა. ვარსკვლავი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. გარდა ამისა, მსახიობი 4 000 ევროთი დაჯარიმდა.
ინციდენტი გასული წლის ნოემბერში მოხდა. დეპარდიე პატარა ავტოავარიაში მოყვა. მსახიობი პოლიციამ დააკავა. ტესტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დეპარდიეს სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა დაშვებულ ნორმას სამჯერ აჭარბებდა. საფრანგეთის კანონის მიხედვით, დარღვევისთვის პირი ჯარიმდება 4000 ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.