სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კობა ნარჩემაშვილის ვარაუდით, სამეგრელოს სამალავი 1 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა
კობა ნარჩემაშვილის ვარაუდით, სამეგრელოს სამალავი 1 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რის რე­გი­ონ­ში ია­რა­ღის სა­ბა­ზო სა­მა­ლა­ვი არ­სე­ბობ­და. რო­გორც კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა დღეს "პრა­იმ­ტა­ი­მის" პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბობ­და ია­რა­ღის სა­ბა­ზო სა­მა­ლა­ვი, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­ი­შა­ლა და ია­რა­ღი სხვა­დას­ხვა სა­მა­ლა­ვებ­ში გა­და­ნა­წილ­და. ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­მა­ლა­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნა კვლა­ვაც გაგ­რძელ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­მა­ლა­ვებს, კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლა­ვი 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ შე­იქ­მნა. მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხი გა­ნი­ცა­და, გა­მოჩ­ნდა საფრ­თხე მათ­თვის მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბის.

შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავ­სი სა­მა­ლა­ვე­ბის არ­სე­ბო­ბა, სე­რი­ო­ზულ სა­მარ­თლებ­რივ და ნორ­მა­ტი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ქო­ნას მო­ი­თხოვს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­მა­ლავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი მა­სა­ლა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, მას­თან ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა აქვს სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პირს, ელი­ტას. მი­სი­ვე თქმით, სა­მა­ლა­ვე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ უნდა არ­სე­ბობ­დეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც სრუ­ლად უნდა იყოს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი და თა­ნამ­დე­ბო­ბის ბევ­რი პი­რის­თვის ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი. ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­გვა­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე მსგავ­სი სა­მა­ლა­ვის არ­სე­ბო­ბა სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლია.

"თუკი სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია არ არ­სე­ბობ­და და სა­მა­ლა­ვის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ იყო, მა­შინ საქ­მე გვაქვს სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულ­თან", - გა­ნა­ცხა­და კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტის მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­მა­ლა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ირი­ბად აღ­ვიქ­ვათ პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ბრა­ლის აღი­ა­რე­ბად.

ამას­თან, ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მა­ლა­ვე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ სა­კი­თხი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე. მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი სა­მა­ლა­ვე­ბის შექ­მნა უმაღ­ლე­სი პი­რე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამას­თან, შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მტკი­ცე­ბით, მსგავ­სი სა­მა­ლა­ვე­ბი მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბის შექ­მნა­ზე მას ნე­ბარ­თვა გა­ცე­მუ­ლი ჰქონ­და.

"ნე­ბარ­თვა მაქვს მი­ცე­მუ­ლი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, იმი­ტომ, რომ ხე­ლა­ხა­ლი აგ­რე­სი­ის გა­ნახ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ჩვენ არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ისე­თი და­უც­ვე­ლი, რო­გორც ჩვე­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა 2008 წელს იყო, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ჯა­რის გმი­რუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა. ამი­ტომ, თა­ვის­თა­ვად, ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბი რომ კეთ­დე­ბო­და, ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია არც ჩემ­თვის, არც ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის. ია­რა­ღის სა­წყო­ბებ­ში რომ ვი­დე­ო­კად­რე­ბი არ იყო, მემ­გო­ნი ყვე­ლა ვხვდე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა "კა­გე­ბეს" მე­თო­დებს, ეს სხვა თე­მაა, მაგ­რამ თუ ვინ­მეს ხელი წა­უც­და კრი­მი­ნალ­ზე, უნდა და­ი­სა­ჯოს", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კობა ნარჩემაშვილის ვარაუდით, სამეგრელოს სამალავი 1 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა

კობა ნარჩემაშვილის ვარაუდით, სამეგრელოს სამალავი 1 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში იარაღის საბაზო სამალავი არსებობდა. როგორც კობა ნარჩემაშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით, აჭარის რეგიონში არსებობდა იარაღის საბაზო სამალავი, რომელიც შემდეგ დაიშალა და იარაღი სხვადასხვა სამალავებში გადანაწილდა. ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამალავების აღმოჩენა კვლავაც გაგრძელდეს.

რაც შეეხება სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებს, კობა ნარჩემაშვილი ვარაუდობს, რომ სამეგრელოს სამალავი 1 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში მარცხი განიცადა, გამოჩნდა საფრთხე მათთვის მაკომპრომეტირებელი მასალის გამჟღავნების.

შს ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, მსგავსი სამალავების არსებობა, სერიოზულ სამართლებრივ და ნორმატიული დოკუმენტების ქონას მოითხოვს. მისივე განმარტებით, სამალავთან დაკავშირებული ნორმატიული მასალა გასაიდუმლოებულია, მასთან ხელმისაწვდომობა აქვს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მხოლოდ რამდენიმე პირს, ელიტას. მისივე თქმით, სამალავების შექმნის შესახებ უნდა არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც სრულად უნდა იყოს გასაიდუმლოებული და თანამდებობის ბევრი პირისთვის ხელმიუწვდომელი. ნარჩემაშვილის ინფორმაციით, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მსგავსი სამალავის არსებობა სრულიად დაუშვებელია.

"თუკი საჭირო დოკუმენტაცია არ არსებობდა და სამალავის არსებობის შესახებ ახალი ხელისუფლება ინფორმირებული არ იყო, მაშინ საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება სამალავებთან დაკავშირებით, შესაძლებელია ირიბად აღვიქვათ პრეზიდენტის მხრიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალის აღიარებად.

ამასთან, ნარჩემაშვილის განცხადებით, სამალავების შექმნის შესახებ საკითხი განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მისივე თქმით, მსგავსი სამალავების შექმნა უმაღლესი პირების ჩარევის გარეშე შეუძლებელია. ამასთან, შს ყოფილი მინისტრის მტკიცებით, მსგავსი სამალავები მისი მინისტრობის პერიოდში არ არსებობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იარაღის საწყობების შექმნაზე მას ნებართვა გაცემული ჰქონდა.

"ნებართვა მაქვს მიცემული გაგვეკეთებინა, იმიტომ, რომ ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით ისეთი დაუცველი, როგორც ჩვენი ინფრასტრუქტურა 2008 წელს იყო, მიუხედავად ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობისა. ამიტომ, თავისთავად, იარაღის საწყობები რომ კეთდებოდა, ამაში ახალი არაფერია არც ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის. იარაღის საწყობებში რომ ვიდეოკადრები არ იყო, მემგონი ყველა ვხვდებით. რაც შეეხება "კაგებეს" მეთოდებს, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ვინმეს ხელი წაუცდა კრიმინალზე, უნდა დაისაჯოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ