D I Y საქართველოში

D I Y საქართველოში

კომპანია "ჯორჯია-ინვესტმა", "საქართველოს ბანკისა" და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო ქვეყანაში და მთლიანად კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სავაჭრო-გასართობი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც განთავსდება თბილისის დასავლეთით, 180 000 ათას კვადრატულ მეტრზე. ამ მსხვილი საერთაშორისო პროექტის ათვისების პირველი ეტაპი არის DIY ფორმატის (ინგლისური სიტყვიდან Do it yourself - "გააკეთე თვითონ") ჰიპერმარკეტ "MaxНome"-ის მშენებლობა. "MaxНome"-ი DIY ფორმატის სამშენებლო ჰიპერმარკეტების პირველი თანამედროვე ინოვაციური ქსელია საქართველოში. ჰიპერმარკეტის ფართობი 17 000 მ2-ზე მეტია და იგი გაიხსნება 2014 წელს თბილისის ყველაზე დატვირთულ გამზირზე მოქმედი მსხვილი სავაჭრო ცენტრების Tbilisi Mall-ისა და Goodwill-ის მეზობლად.

მაღაზიის ასორტიმენტში წარმოდგენილი იქნება ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისა და მწარმოებლების 60 000-ზე მეტი დასახელების საქონელი სახლისთვის, აგარაკისა და ბაღისთვის, სამშენებლო და დეკორატიულ-მოსაპირკეთებელი მასალები, განათება და ელექტროობა, იატაკი და კაფელი, გათბობის სისტემები, სანტექნიკა და წყალმომარაგება, ინსტრუმენტები, ხის მასალისგან დამზადებული ნაკეთობები და სხვა. ჰიპერმარკეტის ადგილმდებარეობა, საქონლის ფართო ასორტიმენტი, მომსახურების მაღალი დონე, საბითუმო გაყიდვების აქტიური მხარდაჭერა, ფასდაკლებების სისტემა და კომპლექსური შესყიდვების განხორციელების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანს მომხმარებლის მატერიალურ და დროით დანახარჯებს. ჰიპერმარკეტი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებებს აღნიშნულ საქონელზე.

კომპანიის ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება, მენეჯმენტის პროფესიონალიზმი, რუსი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა გვაძლევს სრულ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჰიპერმარკეტის, მომავალში კი სავაჭრო ქსელ "MaxHome"-ის, ვიზიტორები დადებითად შეაფასებენ სავაჭრო ცენტრის უპირატესობებს და გახდებიან მისი მუდმივი მომხმარებლები. "MaxHome"-ის მისიაა დაეხმაროს მყიდველებს გახადონ თავიანთი სახლი უფრო სრულყოფილი და კომფორტული და კეთილმოწყობის შრომატევადი, ხარჯიანი პროცესი გადააქციონ საინტერესო ხელმისაწვდომ გატაცებად.

მომავალი წლიდან, კომპანია "ჯორჯია-ინვესტი" მსხვილ საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან და პარტნიორებთან ერთად გეგმავს თანამედროვე, მრავალფუნქციური და უახლესი ტექნოლოგიების შესატყვისი სავაჭრო კომპლექსის აქტიური მშენებლობის გაგრძელებას და დარჩენილი ტერიტორიის მთლიანად ათვისებას.

www.maxhome.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი