სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 42 ათასი აბიტურიენტი გვყავს"
 "წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 42 ათასი აბიტურიენტი გვყავს"

"ვერ გა­მი­გია, რა­ტომ არ არის სა­ჯა­რო დის­კუ­სია იმა­ზე, რამ­დე­ნი პრობ­ლე­მის წი­ნა­შეა სკო­ლა. იმის გამო, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო დარ­გე­ბი XII კლას­ში აღარ ის­წავ­ლე­ბა, ჩვენ გვყავს თა­ო­ბა, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ უს­წავ­ლია ქი­მია. გვყავს თა­ო­ბა, რო­მელ­საც არ უს­წავ­ლია მსოფ­ლიო გე­ოგ­რა­ფია. ამის მერე მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა გვაქვს, რომ ამ ბავ­შვებს გა­მოც­დე­ბი ჩა­ვუ­ტა­როთ?", - აცხა­დებს გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაია, მი­ნის­ტრმა შაშ­კინ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან თქვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად "პრინ­ცი­პუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა" და­ა­სა­ხე­ლა.

- შაშ­კინ­მა მი­ი­ღო ზო­გი­ერ­თი ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­ღე­ბე­ლი იყო გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­თვის. ამ მხრივ ყვე­ლა­ზე მძი­მე ბოლო წე­ლი­წა­დი იყო, რო­დე­საც მი­ნის­ტრმა ფაქ­ტის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა და ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღარ მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში. პი­რად სა­უ­ბარ­ში შაშ­კინს არ და­უ­მა­ლავს რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, პო­ლი­ტი­კუ­რად არ მა­წყობს, ასე­თი და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი რომ აქვს სა­ქარ­თვე­ლო­სო. შევ­თა­ვა­ზე, მი­ვი­ღოთ კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ჯა­რო არ გავ­ხა­დოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ და­ვარ­წმუ­ნე. გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. PISA-ს კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე 70 ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო ერთ შემ­თხვე­ვა­ში 65-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და, მე­ო­რე­ჯერ - 69-ზე. ჩვენ მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ეხე­ბო­და და რე­ი­ტინ­გულ სი­ა­ში ბოლო ად­გილ­ზე ვართ.

- კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, რა იწ­ვევ­და გა­ნათ­ლე­ბა­ში სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას?

- ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია, სას­კო­ლო გა­რე­მო და ოჯა­ხის ფაქ­ტო­რი.

შაშ­კინ­თან უთან­ხმო­ე­ბის მე­ო­რე მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ მან გა­მოგ­ვი­ცხა­და, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი არ უნდა ჩა­ვა­ტა­როთ, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი ცუდ დღე­ში არი­ან, ჯერ 8 გა­მოც­და აქვთ სკო­ლა­ში და მერე 4 გა­მოც­და უმაღ­ლეს­ში. აჯო­ბებს, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე­ბი­ნოთ და ამ გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ჩავ­რი­ცხოთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიო. რე­ა­ლუ­რად კი შაშ­კინს არ უნ­დო­და ისე­თი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც მის სა­ხელ­თან არ იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვთქვი, არ შე­იძ­ლე­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­თვის აირ­ჩიო სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­საც არ შე­უ­მოწ­მებ, შე­უძ­ლი­ათ თუ არა წი­ნა­და­დე­ბის გა­მარ­თუ­ლად და­წე­რა, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი კი ამ კომ­პო­ნენ­ტსაც ვერ ამოწ­მებს. თუ გა­მო­იც­ვლე­ბა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა და რო­გორც ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ისე შე­მოწ­მდე­ბა მოს­წავ­ლის წე­რის კულ­ტუ­რა, მა­თე­მა­ტი­კუ­რი მსჯე­ლო­ბი­სა და ანა­ლი­ზის უნა­რი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა-მეთ­ქი.

შაშ­კინ­თან უთან­ხმო­ე­ბის ერთ-ერთი თემა გახ­და ყალ­ბი ატეს­ტა­ტე­ბის გა­ცე­მაც. სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში ახალ­გაზ­რდამ წარ­მო­ად­გი­ნა ატეს­ტა­ტი და გვე­და­ვე­ბო­და, რა­ტომ არ მი­მა­ღე­ბი­ნეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­შიო. არა­და, ის ჩაჭ­რი­ლი იყო გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­და­ზე. მერე შაშ­კინ­მა ახ­სნა, რომ ამ სე­რი­ის ატეს­ტა­ტე­ბი გა­ი­ცა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებ­ზე, მაგ­რამ ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 600 ყალ­ბი ატეს­ტა­ტი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რო­მე­ლიც ქარ­თველ მოს­წავ­ლე­ებ­საც მის­ცეს. შაშ­კინ­მა სცა­და, რო­გორ­მე მოვ­შო­რე­ბო­დი ამ სის­ტე­მას. პრე­მი­ერ­მა შვე­ი­ცა­რი­ის ელ­ჩო­ბაც კი შე­მომ­თა­ვა­ზა. ერთ დღე­საც მი­ნის­ტრმა გა­მო­მი­ცხა­და, გა­დავ­წყვი­ტე, გა­გა­თა­ვი­სუფ­ლო. ის 5 თვე ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო, რად­გან ჩემი წას­ვლის მერე 60-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი. აღარც მახ­სოვს, რო­გო­რი ემო­ცია მქონ­და, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრში ვბრუნ­დე­ბო­დი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 42 ათასი აბიტურიენტი გვყავს"

 "წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 42 ათასი აბიტურიენტი გვყავს"

"ვერ გამიგია, რატომ არ არის საჯარო დისკუსია იმაზე, რამდენი პრობლემის წინაშეა სკოლა. იმის გამო, რომ საბუნებისმეტყველო დარგები XII კლასში აღარ ისწავლება, ჩვენ გვყავს თაობა, რომელსაც საერთოდ არ უსწავლია ქიმია. გვყავს თაობა, რომელსაც არ უსწავლია მსოფლიო გეოგრაფია. ამის მერე მორალური უფლება გვაქვს, რომ ამ ბავშვებს გამოცდები ჩავუტაროთ?", - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

- ქალბატონო მაია, მინისტრმა შაშკინმა თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლების მიზეზად "პრინციპული უთანხმოება" დაასახელა.

- შაშკინმა მიიღო ზოგიერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიუღებელი იყო გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის. ამ მხრივ ყველაზე მძიმე ბოლო წელიწადი იყო, როდესაც მინისტრმა ფაქტის წინაშე დაგვაყენა და ტელევიზიით გავიგეთ, რომ საქართველო აღარ მიიღებდა მონაწილეობას საერთაშორისო კვლევებში. პირად საუბარში შაშკინს არ დაუმალავს რეალური მიზეზი, პოლიტიკურად არ მაწყობს, ასეთი დაბალი შედეგები რომ აქვს საქართველოსო. შევთავაზე, მივიღოთ კვლევებში მონაწილეობა, მაგრამ საზოგადოებისთვის საჯარო არ გავხადოთ-მეთქი, მაგრამ ვერ დავარწმუნე. განათლების დონის მიხედვით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა. PISA-ს კვლევებში მონაწილე 70 ქვეყნიდან საქართველო ერთ შემთხვევაში 65-ე ადგილზე გავიდა, მეორეჯერ - 69-ზე. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა კვლევაში, რომელიც მასწავლებლის კვალიფიკაციას ეხებოდა და რეიტინგულ სიაში ბოლო ადგილზე ვართ.

- კვლევების თანახმად, რა იწვევდა განათლებაში სავალალო მდგომარეობას?

- ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასკოლო გარემო და ოჯახის ფაქტორი.

შაშკინთან უთანხმოების მეორე მიზეზი გახდა ის, რომ მან გამოგვიცხადა, ერთიანი ეროვნული გამოცდები არ უნდა ჩავატაროთ, რადგან მოსწავლეები ცუდ დღეში არიან, ჯერ 8 გამოცდა აქვთ სკოლაში და მერე 4 გამოცდა უმაღლესში. აჯობებს, გამოსაშვები გამოცდები ჩავაბარებინოთ და ამ გამოცდების შედეგების მიხედვით ჩავრიცხოთ უმაღლეს სასწავლებელშიო. რეალურად კი შაშკინს არ უნდოდა ისეთი ეროვნული გამოცდები, რომელიც მის სახელთან არ იქნებოდა დაკავშირებული. ვთქვი, არ შეიძლება უმაღლესი სასწავლებლისთვის აირჩიო სტუდენტები, რომელსაც არ შეუმოწმებ, შეუძლიათ თუ არა წინადადების გამართულად დაწერა, გამოსაშვები გამოცდები კი ამ კომპონენტსაც ვერ ამოწმებს. თუ გამოიცვლება გამოსაშვები გამოცდების სისტემა და როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისე შემოწმდება მოსწავლის წერის კულტურა, მათემატიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი, მაშინ შეიძლება მისი ჩანაცვლება-მეთქი.

შაშკინთან უთანხმოების ერთ-ერთი თემა გახდა ყალბი ატესტატების გაცემაც. საგამოცდო ცენტრში ახალგაზრდამ წარმოადგინა ატესტატი და გვედავებოდა, რატომ არ მიმაღებინეთ მონაწილეობა ეროვნულ გამოცდებშიო. არადა, ის ჩაჭრილი იყო გამოსაშვებ გამოცდაზე. მერე შაშკინმა ახსნა, რომ ამ სერიის ატესტატები გაიცა არაქართულენოვან მოსწავლეებზე, მაგრამ ჩვენ დაახლოებით 600 ყალბი ატესტატი აღმოვაჩინეთ, რომელიც ქართველ მოსწავლეებსაც მისცეს. შაშკინმა სცადა, როგორმე მოვშორებოდი ამ სისტემას. პრემიერმა შვეიცარიის ელჩობაც კი შემომთავაზა. ერთ დღესაც მინისტრმა გამომიცხადა, გადავწყვიტე, გაგათავისუფლო. ის 5 თვე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან ჩემი წასვლის მერე 60-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური. აღარც მახსოვს, როგორი ემოცია მქონდა, როდესაც გავიგე, რომ გამოცდების ცენტრში ვბრუნდებოდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია