ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

 ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თავის მომხრეებს იმედებს უმყარებს და აცხადებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ელოდება იმ დროს, როდესაც ამერიკას ქალი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ "ნიუსლენდი" იუწყება.

"ვიდრე ცოცხალი ვარ, ვიმედოვნებ, რომ გვეყოლება პირველი ქალი- პრეზიდენტი", - განაცხადა კლინტონმა ტორონტოში მომხრეებთან შეხვედრისას. მისი კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავენ თანაპარტიელი "დემოკრატები". გამოცემა "Hill"-თან ინტერვიუში პენსილვანიის შტატის გუბერნატორმა ედ რენდელმა განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური ინტერესი ჰილარი კლინტონისკენ იქნება ფოკუსირებული.

ამასთან, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების თანახმად, 65 წლის ჰილარი კლინტონმა შეძლო უდიდესი პოპულარობის მოპოვება და დიდი შანსები გააჩნია, მოსახლეობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვოს.

მომზადებულია Hil-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა