მიხეილ სააკაშვილი - პოლიტიკა არ არის საბავშვო ბაღი

მიხეილ სააკაშვილი - პოლიტიკა არ არის საბავშვო ბაღი

პოლიტიკა არ არის საბავშვო ბაღი, პოლიტიკა უკავშირდება ადამიანების ბედს, - ამის შესახებ გორში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხიელ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ესტონური გამოცემისთვის მიცმეულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ მალე პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

პრეზიდენტის განცხადებით, კარგი იქნება, თუ უფრო ნაკლები არაპროგნოზირებულობა და უფრო ნაკლები არასერიოზულობა იქნება პოლიტიკაში.

"ბევრი რაღაც ისე არ განვითარდა, როგორც იყო ანონსირებული. ბევრი რაღაც აღმოჩნდა ბლეფი და ტყული. საერთოდ, ტყუილი ბოლო თვეებში ინტენსიურად შემოვიდა ქართულ პოლიტიკაშიც. ეს ძალიან მაწუხებს, იმიტომ, რომ ეს არის ძველი მეთოდები, პოსტრაბჭოთა სივრცის სინდრომი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ სინდრომიდან წავსულიყავით. მე ამას არ ვუკავშირებ პრემიერის განცხადებას, თუმცა ბევრი რაღაც არ აღმოჩნდა ისე, როგორც გვეუბნებოდნენ. მეორე - ჩვენი ქვეყანა რთულ სიტუციაშია, ყოველდღიურად არის პროვოკაციები, ეკონომიკა არის მძიმე მდგომარეობაში",-განაცხადა პრეზიდენტმა.

მალე მე პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ, - ასეთი განაცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემა Postimees-ის რუსულენოვან ვერსიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. "მალე მე პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე სულ რამდენიმე დღით დავრჩები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეულ იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მე მაქვს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვის შეუძლია დაიკავოს ჩემი ადგილი. მე არ მსურს, რომ ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს, ვინაიდან ეს ცუდი იქნებოდა პოლიტიკისთვის საქართველოში. ზემოაღნიშნული სამი თანამდებობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მჯერა, რომ ამ თანამდებობებს სუფთა ხალხი, დემოკრატები დაიკავებენ. საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც (ახლანდელი მოსამართლეები სააკაშვილის მიერ არიან დანიშნული) და ასევე თავისუფალი მასმედია. ახალი სისხლია საჭირო", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა