სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვერა ქობალია: რთული სათქმელია, ძველ სამსახურში როგორ დავბრუნდები
ვერა ქობალია: რთული სათქმელია, ძველ სამსახურში როგორ დავბრუნდები

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვერა ქო­ბა­ლია 14 მა­ისს გო­გო­ნას დედა გახ­და. პა­ტა­რას ანას­ტა­სია და­არ­ქვეს. ვე­რა­სა და მისი მე­უღ­ლის­თვის, და­ვით კურ­ცხა­ლი­ას­თვის, ანას­ტა­სია პირ­ვე­ლი შვი­ლია. წყვილს ძა­ლი­ან უნდა, სამი შვი­ლი ჰყავ­დეს.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი აქამ­დე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ცხოვ­რობ­და, მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ ამ­ჟა­მად 4-თვი­ან დეკ­რეტ­შია და ამ­ბობს, ახლა რომ პოსტზე იყოს, აუ­ცი­ლებ­ლად წა­მოს­წევ­და წინ ახალ­ბე­და დე­დე­ბის­თვის დეკ­რე­ტის გაგ­რძე­ლე­ბის სა­კითხს. ამ­ჟა­მად ანას­ტა­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ტკბე­ბა და დი­ა­სახ­ლი­სო­ბა­საც არ­თმევს თავს, რაც მა­ნამ­დე ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, თუმ­ცა აქვე ამ­ბობს, რომ ეს ერთ-ერთი რთუ­ლი საქ­მეა, რაც ცხოვ­რე­ბა­ში გა­უ­კე­თე­ბია.

- ჩემი გო­გო­ნა, ანას­ტა­სია, 14 მა­ისს და­ი­ბა­და. ორ­სუ­ლო­ბის 42-ე კვი­რა იყო და ამის გამო სა­კე­ის­რო კვე­თა დამ­ჭირ­და. ძა­ლი­ან მინ­დო­და, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა მქო­ნო­და, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და, ანას­ტა­სია ცოტა გვი­ან და­ი­ბა­და (იღი­მის).

- ანას­ტა­სია რა­ტომ და­არ­ქვით?

- ბოლო მო­მენ­ტში მო­ვი­ფიქ­რეთ. ყო­ველ­თვის მჯე­რო­და და ახ­ლაც მჯე­რა, რომ სა­ნამ პა­ტა­რა არ და­ი­ბა­დე­ბა, სა­ხე­ლი მა­ნამ­დე არ უნდა შე­ურ­ჩიო. რომ შე­ხე­დავ, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდე, რა სა­ხე­ლი მო­უხ­დე­ბა. რომ და­ი­ბა­და, მა­ინც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვა, რად­გან ადა­მი­ანს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ის სა­ხე­ლი უნდა ერ­ქვას, რა­საც მშობ­ლე­ბი ურ­ჩე­ვენ. ბო­ლოს ექთ­ნე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ და გვთხოვ­დნენ, სა­ხე­ლი და­არ­ქვით, სა­ბუ­თე­ბი უნდა გა­და­ვაგ­ზავ­ნო­თო. ანას­ტა­სი­ას გარ­და მოგ­ვწონ­და სა­ლო­მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლი, მაგ­რამ როცა და­ი­ბა­და, მივ­ხვდით, რომ ეს სა­ხე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­უხ­დე­ბო­და.

- ოპე­რა­ცი­ის მერე თავს რო­გორ გრძნობ­დით?

- ვფიქ­რობ, როცა ბავ­შვი ჩნდე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­საძ­ლოა, ოპე­რა­ცია რთუ­ლია, მაგ­რამ ემო­ცი­უ­რად მთლი­ა­ნად ბავ­შვზე ხარ გა­დარ­თუ­ლი. ვერ ვი­ტყვი, რომ გა­მი­ჭირ­და, ყვე­ლა­ფერ­მა ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა. რო­გორც გი­თხა­რით, მინ­დო­და, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად მემ­შო­ბი­ა­რა, მაგ­რამ ასე მოხ­და...

- მე­უღ­ლე ეს­წრე­ბო­და მშო­ბი­ა­რო­ბას?

- მთე­ლი წინა პე­რი­ო­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო, მაგ­რამ მშო­ბი­ა­რო­ბას არ დას­წრე­ბია. ალ­ბათ, იცით, რო­დე­საც ბავ­შვი სა­კე­ის­რო კვე­თით ჩნდე­ბა, დე­დას არ უწ­ვე­ნენ გულ­ზე და თუკი მამა თა­ნახ­მაა, მა­მის გულ­ზე აწ­ვე­ნენ. ჩვენ­თა­ნაც ასე მოხ­და (იღი­მის). რო­გორც კი ანას­ტა­სია გაჩ­ნდა, ჩემს მე­უღ­ლეს და­უწ­ვი­ნეს გულ­ზე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი იქ მშო­ბი­ა­რო­ბით. ყვე­ლა ქალს, ვი­საც სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა ბავ­შვის გა­ჩე­ნა, ვე­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბია.

- ახალ­ბე­და დე­დის შეგ­რძნე­ბა რო­გო­რია?

- არა მგო­ნია, ასე სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბო­დეს ამ გრძნო­ბას­თან შეჩ­ვე­ვა, მით უმე­ტეს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი შვი­ლია. არ ვიცი, შე­საძ­ლოა, მე­ო­რე ბავ­შვზე სხვა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბა მქონ­დეს ან იგი­ვე, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს დიდ ემო­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა და რთუ­ლად აღ­სა­წე­რია. სხვე­ბის­გან მუდ­მი­ვად გეს­მის, რას ნიშ­ნავს შვი­ლი. ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა ეს ემო­ცი­ე­ბი. ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში ბავ­შვის გამო.

- თქვენს მე­უღ­ლე­ში, როცა მა­მის ამ­პლუ­ა­ში და­ი­ნა­ხეთ, რა­ი­მე ახა­ლი თვი­სე­ბა ხომ არ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?

- ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. გა­მი­გია, რომ მა­მებს პა­ტა­რე­ბის ხელ­ში და­კა­ვე­ბის ეში­ნი­ათ, მაგ­რამ დათო ანას­ტა­სი­ას აღ­ზრდა­ში ძა­ლი­ან არის ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა ეს არ გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან ვი­ცო­დი, ასე­თი იქ­ნე­ბო­და.

- ვის ჰგავს ანას­ტა­სია?

- (იღი­მის) ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მა­მას ჰგავს. შე­საძ­ლოა, მერე შე­იც­ვა­ლოს, ვხუმ­რობ, რა თქმა უნდა. მინ­და, რომ მეც და­მემ­სგავ­სოს (იცი­ნის). მინ­და, დე­და­საც ჰგავ­დეს და მა­მა­საც. ჯერ მგო­ნი, ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და კი­დევ ბევ­რჯერ შე­იც­ვლე­ბა.

- თვა­ლის ფერი ვისი აქვს?

- ჯერ ჩემი, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, თვა­ლის ფე­რიც შე­ეც­ვა­ლოს.

- ძიძა გყავთ?

- არა, რად­გან ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავს და თა­ვად ვუვ­ლი, გა­დავ­წყვი­ტე, რომ ძიძა ამ ეტაპ­ზე არ არის სა­ჭი­რო. ჭამს და სძი­ნავს, ამი­ტო­მაც ახლა არ ავიყ­ვა­ნე ძიძა. სამი-ოთხი თვის შემ­დეგ, რო­დე­საც გა­იზ­რდე­ბა და უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა, ძი­ძას ავიყ­ვანთ. მერე მეც და­ვუბ­რუნ­დე­ბი ალ­ბათ მუ­შა­ო­ბას.

- დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა რო­დის გე­წუ­რე­ბათ?

- კა­ნო­ნით ოთხი თვეა დეკ­რე­ტი. ახლა რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვიყო, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ჩა­ვერ­თვე­ბო­და სა­კი­თხში, რომ დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა უფრო მეტი იყოს. მგო­ნია, რომ დე­დას უფრო მეტი დრო სჭირ­დე­ბა პა­ტა­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. დღეს­დღე­ო­ბით კი ამ ოთხ თვეს დავ­ჯერ­დე­ბი, შემ­დეგ კი ვფიქ­რობ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა არ ვიცი, სად და რო­გორ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი ვარ, დეკ­რე­ტი 1-ელ ოქ­ტომ­ბერს მიმ­თავ­რდე­ბა. ცოტა რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ძველ სამ­სა­ხურ­ში რო­გორ დავ­ბრუნ­დე­ბი, რად­გან იმ დროს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვერა ქობალია: რთული სათქმელია, ძველ სამსახურში როგორ დავბრუნდები

ვერა ქობალია: რთული სათქმელია, ძველ სამსახურში როგორ დავბრუნდები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია 14 მაისს გოგონას დედა გახდა. პატარას ანასტასია დაარქვეს. ვერასა და მისი მეუღლისთვის, დავით კურცხალიასთვის, ანასტასია პირველი შვილია. წყვილს ძალიან უნდა, სამი შვილი ჰყავდეს.

ჩვენი რესპონდენტი აქამდე საკმაოდ აქტიურად ცხოვრობდა, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ, მაგრამ ამჟამად 4-თვიან დეკრეტშია და ამბობს, ახლა რომ პოსტზე იყოს, აუცილებლად წამოსწევდა წინ ახალბედა დედებისთვის დეკრეტის გაგრძელების საკითხს. ამჟამად ანასტასიასთან ურთიერთობით ტკბება და დიასახლისობასაც ართმევს თავს, რაც მანამდე ვერ წარმოედგინა, თუმცა აქვე ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი რთული საქმეა, რაც ცხოვრებაში გაუკეთებია.

-  ჩემი გოგონა, ანასტასია, 14 მაისს დაიბადა. ორსულობის 42-ე კვირა იყო და ამის გამო საკეისრო კვეთა დამჭირდა. ძალიან მინდოდა, ფიზიოლოგიური მშობიარობა მქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ანასტასია ცოტა გვიან დაიბადა (იღიმის).

-  ანასტასია რატომ დაარქვით?

-  ბოლო მომენტში მოვიფიქრეთ. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ სანამ პატარა არ დაიბადება, სახელი მანამდე არ უნდა შეურჩიო. რომ შეხედავ, შემდეგ შეიძლება მიხვდე, რა სახელი მოუხდება. რომ დაიბადა, მაინც საკმაოდ რთული იყო სახელის შერჩევა, რადგან ადამიანს მთელი ცხოვრება ის სახელი უნდა ერქვას, რასაც მშობლები ურჩევენ. ბოლოს ექთნები შემოდიოდნენ და გვთხოვდნენ, სახელი დაარქვით, საბუთები უნდა გადავაგზავნოთო. ანასტასიას გარდა მოგვწონდა სალომე და კიდევ რამდენიმე სახელი, მაგრამ როცა დაიბადა, მივხვდით, რომ ეს სახელი ყველაზე მეტად მოუხდებოდა.

-  ოპერაციის მერე თავს როგორ გრძნობდით?

-  ვფიქრობ, როცა ბავშვი ჩნდება, დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ოპერაცია რთულია, მაგრამ ემოციურად მთლიანად ბავშვზე ხარ გადართული. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. როგორც გითხარით, მინდოდა, ფიზიოლოგიურად მემშობიარა, მაგრამ ასე მოხდა...

-  მეუღლე ესწრებოდა მშობიარობას?

-  მთელი წინა პერიოდი საავადმყოფოში იყო, მაგრამ მშობიარობას არ დასწრებია. ალბათ, იცით, როდესაც ბავშვი საკეისრო კვეთით ჩნდება, დედას არ უწვენენ გულზე და თუკი მამა თანახმაა, მამის გულზე აწვენენ. ჩვენთანაც ასე მოხდა (იღიმის). როგორც კი ანასტასია გაჩნდა, ჩემს მეუღლეს დაუწვინეს გულზე. როგორც ამბობენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კმაყოფილი ვიყავი იქ მშობიარობით. ყველა ქალს, ვისაც საზღვარგარეთ უნდა ბავშვის გაჩენა, ვეტყვი, რომ საქართველოში ამისთვის ყველანაირი პირობებია.

-  ახალბედა დედის შეგრძნება როგორია?

-  არა მგონია, ასე სწრაფად შეიძლებოდეს ამ გრძნობასთან შეჩვევა, მით უმეტეს, როდესაც პირველი შვილია. არ ვიცი, შესაძლოა, მეორე ბავშვზე სხვანაირი შეგრძნება მქონდეს ან იგივე, მაგრამ ჩემთვის ეს დიდ ემოციებს უკავშირდება და რთულად აღსაწერია. სხვებისგან მუდმივად გესმის, რას ნიშნავს შვილი. ყოველდღიურად იზრდება ეს ემოციები. ბევრი რამ სხვანაირი ხდება შენს ცხოვრებაში ბავშვის გამო.

-  თქვენს მეუღლეში, როცა მამის ამპლუაში დაინახეთ, რაიმე ახალი თვისება ხომ არ აღმოაჩინეთ?

-  ძალიან მეხმარება. გამიგია, რომ მამებს პატარების ხელში დაკავების ეშინიათ, მაგრამ დათო ანასტასიას აღზრდაში ძალიან არის ჩართული, თუმცა ეს არ გამკვირვებია, რადგან ვიცოდი, ასეთი იქნებოდა.

-  ვის ჰგავს ანასტასია?

-  (იღიმის) ყველა ამბობს, რომ მამას ჰგავს. შესაძლოა, მერე შეიცვალოს, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მინდა, რომ მეც დამემსგავსოს (იცინის). მინდა, დედასაც ჰგავდეს და მამასაც. ჯერ მგონი, ძალიან პატარაა და კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.

-  თვალის ფერი ვისი აქვს?

-  ჯერ ჩემი, მაგრამ ამბობენ, რომ შესაძლოა, თვალის ფერიც შეეცვალოს.

-  ძიძა გყავთ?

-  არა, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავს და თავად ვუვლი, გადავწყვიტე, რომ ძიძა ამ ეტაპზე არ არის საჭირო. ჭამს და სძინავს, ამიტომაც ახლა არ ავიყვანე ძიძა. სამი-ოთხი თვის შემდეგ, როდესაც გაიზრდება და უფრო აქტიური გახდება, ძიძას ავიყვანთ. მერე მეც დავუბრუნდები ალბათ მუშაობას.

-  დეკრეტული შვებულება როდის გეწურებათ?

-  კანონით ოთხი თვეა დეკრეტი. ახლა რომ თანამდებობაზე ვიყო, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას და ჩავერთვებოდა საკითხში, რომ დეკრეტული შვებულება უფრო მეტი იყოს. მგონია, რომ დედას უფრო მეტი დრო სჭირდება პატარასთან ურთიერთობისთვის. დღესდღეობით კი ამ ოთხ თვეს დავჯერდები, შემდეგ კი ვფიქრობ დაბრუნებაზე, თუმცა არ ვიცი, სად და როგორ. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის მრჩეველი ვარ, დეკრეტი 1-ელ ოქტომბერს მიმთავრდება. ცოტა რთული სათქმელია, ძველ სამსახურში როგორ დავბრუნდები, რადგან იმ დროს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია