ოკუპაციის ხაზის დარღვევისთვის დაკავებული როსტომ სოსიაშვილი გაათავისუფლეს

ოკუპაციის ხაზის დარღვევისთვის დაკავებული როსტომ სოსიაშვილი გაათავისუფლეს

რუსი მესაზღვრეების მიერ 29 მაისს, გორის რაიონის სოფ. დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპაციის ხაზის დარღვევისთვის დაკავებული როსტომ სოსიაშვილი გათავისუფლდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სოსიაშვილის გათავისუფლება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების დღევანდელ შეხვედრაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.

რიგით 35–ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების ინსტალაციის საკითხზე ისაუბრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას რიგი პრობლემები შეექმნა, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით. აღნიშნული პროცესი საფრთხეს უქმნის ადგილზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

შეხვედრაზე განიხილეს 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეების საკითხი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან და არსებული ინფორმაციით, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მკაცრად დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ