სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბრიუს ლის ლოს-ანჯელესში ძეგლი დაუდგეს
ბრიუს ლის ლოს-ანჯელესში ძეგლი დაუდგეს

ლოს-ან­ჯე­ლე­სის "ჩა­ი­ნა­თა­უნ­ში" საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ლე­გენ­და­სა და ამე­რი­კუ­ლი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ფილ­მე­ბის ვარ­სკვლავ ბრი­უს ლის ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბა და­უდ­გეს. ორ­მეტ­რი­ა­ნი ძეგლი ჩი­ნეთ­ში და­ამ­ზა­დეს.

ქან­და­კე­ბის გახ­სნა ბრი­უს ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მე-40 წლის­თავს და "ჩა­ი­ნა­თა­უ­ნის" 75-ე წლის­თავს მი­ე­ძღვნა. თუმ­ცა ქან­და­კე­ბა ად­გილ­ზე მცი­რე ხნით გა­ა­ჩე­რეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სპე­ცი­ა­ლურ სა­ცავ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. იმი­სათ­ვის, რომ ლის ფი­გუ­რა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში სა­მუ­და­მოდ დარ­ჩეს, 150 000 აშშ დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბაა სა­ჭი­რო.

ვარ­სკვლა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და "ბრი­უს ლის ფონ­დის" პრე­ზი­დენ­ტის, შე­ნო­ნის თქმით, მა­მა­მი­სი სან-ფრან­ცის­კო­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ლოს-ან­ჯე­ლე­სის "ჩა­ი­ნა­თა­უ­ნი".

"ეს მისი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი იყო, სა­დაც გემ­რი­ე­ლი ჩი­ნუ­რი კერ­ძე­ბის მირ­თმე­ვა და მშობ­ლი­ურ ენა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ეძ­ლო", - აღ­ნიშ­ნა შე­ნონ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Los Angeles Times-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბრიუს ლის ლოს-ანჯელესში ძეგლი დაუდგეს

ბრიუს ლის ლოს-ანჯელესში ძეგლი დაუდგეს

ლოს-ანჯელესის "ჩაინათაუნში" საბრძოლო ხელოვნების ლეგენდასა და ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავ ბრიუს ლის ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგეს. ორმეტრიანი ძეგლი ჩინეთში დაამზადეს.

ქანდაკების გახსნა ბრიუს ლის გარდაცვალებიდან მე-40 წლისთავს და "ჩაინათაუნის" 75-ე წლისთავს მიეძღვნა. თუმცა ქანდაკება ადგილზე მცირე ხნით გააჩერეს, მოგვიანებით კი სპეციალურ საცავში გადაიტანეს. იმისათვის, რომ ლის ფიგურა ლოს-ანჯელესში სამუდამოდ დარჩეს, 150 000 აშშ დოლარის შეგროვებაა საჭირო.

ვარსკვლავის ქალიშვილისა და "ბრიუს ლის ფონდის" პრეზიდენტის, შენონის თქმით, მამამისი სან-ფრანცისკოში დაიბადა, მაგრამ ძალიან უყვარდა ლოს-ანჯელესის "ჩაინათაუნი".

"ეს მისი საყვარელი ადგილი იყო, სადაც გემრიელი ჩინური კერძების მირთმევა და მშობლიურ ენაზე საუბარი შეეძლო", - აღნიშნა შენონმა.

მომზადებულია Los Angeles Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება