ჰარ­ვარ­დში ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მალ­ზე მუ­შა­ობს

ჰარ­ვარ­დში ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მალ­ზე მუ­შა­ობს

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რი რე­ვაზ მა­ჩა­ი­ძე ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-­მუ­შა­კია და თა­ვის ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბებს, კონ­კრე­ტუ­ლად კი თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნეს იკ­ვლევს. იგი ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ექ­სპე­რი­მენ­ტებს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ატა­რებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, არ­ცთუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში სიმ­სივ­ნის და­მარ­ცხე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

რე­ვაზ მა­ჩა­ი­ძე: თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, და­ვამ­თავ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქი­მი­ა-­ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი, სა­დაც საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე. ჩე­მი ლექ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ბა­ტო­ნე­ბი გო­გი ჭი­რა­ქა­ძე და გი­ვი ცინ­ცა­ძე - სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. დღემ­დე მად­ლი­ე­რი ვარ მა­თი. კარ­გმა პრო­ფე­სი­ულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ კა­რი­ე­რული წინ­სვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა. ქი­მია და ბი­ო­ლო­გია გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ტა­ცებ­და, სულ ვცდი­ლობ­დი, უფ­რო ღრმად შე­მეს­წავ­ლა ეს მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი. მე დღე­საც ვსწავ­ლობ და ვვი­თარ­დე­ბი, ეს ის სფე­რო­ა, რო­მე­ლიც მუ­დამ ვი­თარ­დე­ბა. უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო აღ­მო­ჩე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ქა­ლა­ქი ბოს­ტო­ნი, სა­დაც მე ვცხოვ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი­ა. სულ მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტატ­ში 380-ზე მე­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­ა.

- რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ ამე­რი­კა­ში წას­ვლა?

- უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გან მა­შინ მე­დი­ცი­ნის ამ სფე­როს ბე­დი არ სწყა­ლობ­და. გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ უცხ­ო­ეთ­ში წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში მექ­ნე­ბო­და და ასეც მო­ვი­ქე­ცი. ამე­რი­კა­ში ჩე­მი სპე­ცი­ა­ლო­ბით სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ე­ბი, რის შემ­დე­გაც კვლე­ვე­ბი და­ვიწყ­ე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ემიგ­რა­ცია და მეც­ნი­ე­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ იყო ად­ვი­ლი. თუმ­ცა, თუ შე­ნი საქ­მე გიყ­ვარს, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ.

- გვი­ამ­ბეთ იმ პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზე, რა­მაც წარ­მა­ტე­ბამ­დე მი­გიყ­ვა­ნათ...

- ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბამ­დე უფ­ლის წყა­ლო­ბამ მი­მიყ­ვა­ნა. ის, რა­საც გა­მოვ­ყოფ­დი ჩემს მოკ­რძა­ლე­ბულ დამ­სა­ხუ­რე­ბა­ში, არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, შრო­მა და მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს მეც­ნი­ე­რე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლია ინო­ვა­ცი­ა­ზე, ახ­ლის შექ­მნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. წარ­მა­ტე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი პა­ტა­რა ნა­ბი­ჯიც კი ბევრ კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს შრო­მა, ნი­ჭი, უძი­ლო­ბა, გა­მარ­თლე­ბა და ასე შემ­დეგ. შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, ასე იო­ლად არ აიხ­სნე­ბა.

- რო­დის და­იწყ­ეთ თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ზე კვლე­ვე­ბი?

- ჩე­მი პირ­ვე­ლი ნაშ­რო­მე­ბი და პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ემო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­იწყ­ო. ნა­ნო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ვცდი­ლობ­დით, შეგ­ვექ­მნა ისე­თი მე­თო­დო­ლო­გი­ა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მოგ­ვი­ტან­და. ეს ურ­თუ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ა­ა. მა­გა­ლი­თად, ვდი­ლობ­დით გა­მოგ­ვეკ­ვლია კონ­კრე­ტუ­ლი ვი­რუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ა, რომ ვი­რუსს ემოქ­მე­და, რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ანუ ვი­რუსს გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა მხო­ლოდ სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბი და მი­სი ფუნ­ქცია ამით ამო­წუ­რუ­ლი­ყო. ბი­ო­ინ­ჟი­ნე­რი­ა დღეს საკ­მა­ოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და დი­დი მო­მა­ვა­ლი აქვს.

- დღეს­დღე­ო­ბით რა კვლე­ვებ­ში ხარ ჩარ­თუ­ლი?

- თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბა გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი. დღეს კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ კვლე­ვე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არა მარ­ტო ექი­მე­ბი, ბი­ო­ლო­გე­ბი ან ქი­მი­კო­სე­ბი, არა­მედ მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი, ფი­ზი­კო­სე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მის­ტებს. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რო­ლი დღი­თი დღე იზ­რდე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუთხ­ით და­ვი­ნა­ხოთ.

- ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რეო პრო­ექტს ან კვლე­ვას ხომ არ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- ერ­თ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია გე­ნე­ტი­კუ­რი წამ­ლის შექ­მნა. იგი კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის - გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის წი­ნა­აღ­მდეგ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- რას ნიშ­ნავს გე­ნე­ტი­კუ­რი წა­მა­ლი, რით გან­სხვავ­დე­ბა ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წამ­ლის­გან?

- ტრა­დი­ცი­უ­ლი წა­მა­ლი გათ­ვლი­ლია ხალ­ხის მა­სა­ზე, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს 3 მი­ლი­ო­ნიც და უფ­რო მე­ტიც. გე­ნე­ტი­კუ­რი წა­მა­ლი კი გათ­ვლი­ლია კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე ან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­ზე, რომ­ლებ­საც სა­ერ­თო გე­ნე­ტი­კა აქვთ. ამ მე­თო­დით სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის უფ­რო დი­დი ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს. ვი­ნა­ი­დან თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დი­ა, წა­მალ­მა შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­ზე. ჩვენ ვფლობთ 5 ათას­ზე მე­ტი პა­ცი­ენ­ტის ბა­ზას. დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი რო­ბო­ტის მეშ­ვე­ო­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებთ ასე­უ­ლო­ბით წამ­ლის ტეს­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ვა­რი­რე­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ კონ­კრე­ტუ­ლი წა­მა­ლი (­ქი­მი­უ­რი ფორ­მუ­ლა), რო­მე­ლიც ჩვენს მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი გე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვებს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტვი­ნის სიმ­სივ­ნე საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­ულ სიმ­სივ­ნურ ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღე­ვან­დე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა მა­ლე და­დებს სა­სურ­ველ შე­დე­გებს, რაც კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. მხო­ლოდ რე­ა­ლო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით და ფაქ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბა სრუ­ლად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წა­მალს, რო­მელ­ზეც ჩვენ ვმუ­შა­ობთ, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი აქვს და დღეს მი­სი დახ­ვე­წა­ზე ვმუ­შა­ობთ.

- თა­ვის­თა­ვად ჩნდე­ბა კითხ­ვა, რო­დის და­ი­ნერ­გე­ბა პრაქ­ტი­კა­ში ეს მიღ­წე­ვა?

- მე მა­ინც თავს შე­ვი­კა­ვებ დრო­ის და­სა­ხე­ლე­ბი­სა­გან. ეს პრო­ექ­ტე­ბი ჯერ კი­დევ ექ­სპე­რი­მენ­ტულ ფა­ზა­ში­ა. ნუ გა­ვას­წრებთ მოვ­ლე­ნებს. მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას და იმე­დი გვაქვს, რომ წარ­მა­ტე­ბაც არ და­ა­ყოვ­ნებს. გე­ნე­ტი­კურ წამ­ლებს დი­დი შე­დე­გი მო­აქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 100%-ი­ან გან­კურ­ნე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის სა­კითხი სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­დე­ბა და ეს და­ა­ვა­დე­ბა მა­ლე სრუ­ლად და­მარ­ცხდე­ბა. თა­ვის ტვი­ნი საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნი ორ­გა­ნოა და თუ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს შე­უქ­მნი, თა­ვად გან­კურ­ნავს და მო­აგ­ვა­რებს სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს.

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია