რე­პორ­ტა­ჟი ნგრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი თბი­ლი­სი­დან

რე­პორ­ტა­ჟი ნგრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი თბი­ლი­სი­დან

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში არცთუ იშვიათად ნა­ხავთ შე­ნო­ბებს წარ­წე­რით help me. მარ­თლაც, თბი­ლი­სის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი­ა. პრობ­ლე­მა დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი­ა, სახ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი წლებ­თან ერ­თად მძიმ­დე­ბა. კორ­პუ­სე­ბის ნა­წი­ლი დრო­დად­რო ინ­გრე­ვა, ბი­ნებ­ში ბზა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს და მო­სახ­ლე­ო­ბა საფ­რთხე­ში­ა.

კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ძველ თბილისში - ტა­ბი­ძის, ლერ­მონ­ტო­ვის, აბო თბი­ლე­ლი­სა და გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩებ­ზე. სიტყ­ვა "და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი" ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქად ასა­ხავს აქ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ნო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი­ა.

შე­ნო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ტა­ბი­ძის ქუ­ჩი­დან და­ვიწყ­ე. და­საწყ­ის­ში გან­თავ­სე­ბულ ბარ­-რეს­ტორ­ნებს გავ­ცდი თუ არა, და­ვი­ნა­ხე ნა­გე­ბო­ბის უკან ნან­გრე­ვებ­ზე ჩა­მოს­კუ­პე­ბუ­ლი მუ­შა, რო­მე­ლიც გულ­მოდ­გი­ნედ ცდი­ლობ­და შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბას. რო­გორც თა­ვად მითხ­რა: "ჩა­მო­ინ­გრა იმი­ტომ, რომ ძვე­ლია და თან ცუ­დად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. წე­სით, მე­რი­ას უნ­და გა­ე­მაგ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ აქა­ურ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა ფუ­ლი ავაგ­რო­ვეთ და ჩვენ თვი­თონ გვი­წევს შე­კე­თე­ბა. ამ ჩა­მონ­გრე­ულ ნა­წილ­ში სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი და რომ არ შე­ვა­კე­თოთ არ გა­მო­ვა".

ტა­ბი­ძის ქუ­ჩი­დან ლერ­მონ­ტო­ვის ქუ­ჩის­კენ გა­და­ვუხ­ვი­ე. ამ ქუ­ჩა­ზე მარ­თლაც რომ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. თით­ქმის ყვე­ლა სახ­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან დან­გრე­უ­ლი­ა, ამ ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბებ­მა სახ­ლე­ბის ნა­წი­ლი კი­დევ უფ­რო და­ა­ზი­ა­ნა. მცხოვ­რებ­ლებ­მა შე­მომ­ჩივ­ლეს, რომ მას შემ­დეგ, რაც ერ­თ-ერ­თმა ფირ­მამ მა­თი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გვერ­დით შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წო, კორ­პუ­სი და­ზი­ან­და:

"შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი­სას ჩვენ­მა კორ­პუს­მაც ნგრე­ვა და­იწყ­ო, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­დნენ პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი. კე­დე­ლი ჩა­მო­ენ­გრათ, ბი­ნებ­ში ბზა­რე­ბი გაჩ­ნდა და ნგრე­ვა სას­წრა­ფოთ გა­ვა­ჩე­რე­ბი­ნეთ. გა­დავ­წყვი­ტეთ ავიყ­ვა­ნოთ ად­ვო­კა­ტი და ვუ­ჩივ­ლოთ იმ ფირ­მას, რო­მელ­მაც ჩვე­ნი კორ­პუ­სი ასე სა­შინ­ლად და­ა­ზი­ა­ნა. ფუ­ლი კი­დეც რომ შე­მომ­თა­ვა­ზონ, არ მინ­და, მირ­ჩევ­ნია ისევ აქ, ცენ­ტრში მომ­ცენ სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნა. ა­ბა ლერ­მონ­ტო­ვის ქუ­ჩი­დან გლდან­ში ხომ არ გა­და­ვალ საცხ­ოვ­რებ­ლად? ამ ეტაპ­ზე თავს ვი­კა­ვებთ, და­ლაგ­დეს ეს მთავ­რო­ბა და ალ­ბათ, შე­მო­ვა ვინ­მე ინ­ვეს­ტო­რი, ვინც ჩვენს პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს", - ამ­ბობს ერ­თ-ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი.

ამ ქუ­ჩა­ზე მსგავს სურათს ბევ­რგან წა­აწყ­დე­ბით, ნგრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი შე­ნო­ბე­ბი საფ­რთხეს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბას. ნან­გრე­ვებ­ში ხში­რად ბავ­შვე­ბი შე­დი­ან, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ხი­ფა­თოა მა­თი სი­ცოცხ­ლი­სათ­ვის.

ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა აბო თბი­ლე­ლის ქუ­ჩა­ზე. აქ შე­ნო­ბებს ბზა­რე­ბი გა­რე­და­ნაც ეტყ­ო­ბა და კარ­-ფან­ჯრე­ბიც დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი­ა. გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე კი გა­მა­ო­ცა ფარღალალა აი­ვან­მა მე­ო­რე სარ­თულ­ზე, რო­მე­ლიც ფიც­რე­ბით არის გა­მაგ­რე­ბუ­ლი და ამ აივ­ნით ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სარ­გებ­ლო­ბენ.

სწორედ იქ შევნიშნე სა­ინ­ტე­რე­სო წარ­წე­რა help me, რო­მე­ლიც იმ პი­რებს, ვი­საც ეს ევა­ლე­ბა, გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის გა­მაგ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

საკ­მა­ოდ მრავ­ლად შე­დის გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­ში კორ­პუ­სე­ბის გა­მაგ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ვარ­კე­თი­ლის მე­სა­მე მა­სი­ვი­დან. ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლის გა­ნა­პი­რა კორ­პუ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, სარ­და­ფე­ბი კი წყლით იტ­ბო­რე­ბა.

"ჩვე­ნი კორ­პუ­სე­ბი ჯერ კი­დევ 80-ი­ა­ნი წლე­ბი­დან იყო მოქ­ცე­უ­ლი ე.წ. წი­თელ ზოლ­ში, ანუ ეს ტე­რი­ტო­რია არის ავა­რი­უ­ლი ზო­ნა. რამ­დენ­ჯერ­მე იყო გა­მაგ­რე­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ სარ­და­ფებ­ში დღემ­დე ჩა­დის წყა­ლი. კორ­პუ­სი უკ­ვე შე­სამ­ჩნე­ვად გა­დახ­რი­ლი­ა. ოთა­ხებ­ში ია­ტა­კიც ნელ­-ნე­ლა დაბ­ლა იწევს. შენობა სა­მი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა, კორ­პუს­შო­რი­სი გა­მაგ­რე­ბა შარ­შან­დელს აქეთ უკ­ვე ორ­ჯერ ჩა­მო­ინ­გა. მად­ლო­ბა ღმერთს, ქვე­მოთ არა­ვინ იდ­გა და ნან­გრე­ვებ­მა მხო­ლოდ მან­ქა­ნა შე­ი­წი­რა. თუმ­ცა, არ ვართ დაზღ­ვე­უ­ლი, რომ კი­დევ არ ჩა­მო­ინ­გრე­ვა. იქ­ნებ ვინ­მემ მოგ­ვხე­დოს, ვიდ­რე რა­მე ტრა­გე­დია არ დატ­რი­ალ­დე­ბა. ჩვენ უკ­ვე მივ­მარ­თეთ ჩვენს მა­ჟო­რი­­ტარ დეპუტატ ზუ­რაბ აბა­ში­ძეს და იმე­დია ამ გან­ცხა­დე­ბას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა", - შემოგვჩივის ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი.

ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი - მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი: - ეს და­სახ­ლე­ბე­ბი ისეთ კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა, იშ­ვი­ა­თად რომ მი­ნა­ხავს. თუმ­ცა, ეს არის ჩვე­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე გა­დაწ­ვეს. მე-­19 სა­უ­კუ­ნი­დან აქ დაბ­რუნ­და გა­ხიზ­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და ამ ძველ სა­ძირ­კვლებ­ზე შე­ნო­ბე­ბის აღ­დგე­ნა და­იწყ­ეს. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ ჩარ­თუ­ლან და ქა­ო­სუ­რად მოხ­და მშე­ნებ­ლო­ბა. აქ გან­ლა­გე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის ნა­წი­ლი ძველ სა­ძირ­კვლებ­საც კი არ ეყ­რდნო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს იყო თა­ვის­თა­ვად ნე­ლი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მი მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თბი­ლის­ში წყლი­სა და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო კო­მუ­ნი­კა­ცია გაყ­ვა­ნი­ლი არ იყო. მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ის­ში, რო­ცა მოხ­და სა­ინ­ჟინ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა, ამან სა­ერ­თოდ მოს­პო იქა­უ­რო­ბა. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლი­ან რთუ­ლი რე­ლი­ე­ფია და არას­წორ­მა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­მა მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფ­რო გა­არ­თუ­ლა. ამ ყვე­ლა­ფერს ხე­ლი შე­უწყო ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხდარ­მა მი­წის­ძვრებ­მაც - და­ზი­ან­და სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი, ასე­ვე თვით­დი­ნე­ბით მი­დის ფე­კა­ლუ­რი წყლე­ბი...

ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინ­ვეს­ტო­რის შეს­ვლა დღეს წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნი­ა. ინ­ვეს­ტორ­მა რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­მე აა­შე­ნოს, მას მო­უ­წევს უზარ­მა­ზარ ფარ­თობ­ზე წყალ­ქვე­შა დი­ნე­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, პე­რი­მეტ­რზე მხო­ლოდ მი­ლე­ბის გამოცვლა საქ­მეს არ უშ­ვე­ლის. ამ პრობ­ლე­მას ერ­თი და ორი ინ­ვეს­ტო­რი ვერ გა­დაწყ­ვეტს. მთლი­ა­ნად ზო­ნაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მთე­ლი სო­ლო­ლა­კი და კრწა­ნი­სი კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა.

მო­სახ­ლე­ო­ბა სახ­ლე­ბის გა­მაგ­რე­ბას ითხ­ოვს, მაგ­რამ ეს წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლი იქ­ნე­ბა. არა­და, ძნე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ამის გან­მარ­ტე­ბა. კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც ამ ტე­რი­ტო­რი­ის გა­მაგ­რე­ბის­თვის თან­ხე­ბი გა­და­ი­ყა­რა, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ და­ე­ხარ­ჯათ, ახ­ლა ეს პრობ­ლე­მა აღარ გვექ­ნე­ბო­და. უბედურება ის არის, რომ სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა სადღ­აც ბო­ლო­შია გა­დას­რო­ლი­ლი და ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს. არც ქვე­ყა­ნა­ში და არც მე­რი­ის მასშ­ტა­ბით არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო სამ­სა­ხუ­რი. არადა, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ­თა სა­ინ­ჟინ­რო სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი­ა, ჩვენ­თან კი ეს სფე­რო რატომღაც უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი­ა. რა­მე უბე­დუ­რე­ბა რომ მოხ­დე­ბა, ალ­ბათ მე­რე და­ფიქ­რდე­ბი­ან ამა­ზე.

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია