რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოტოქსით გადაჭიმულ სახეს საიტი vanityfair.com სტატიას უძღვნის. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერი 60 წლის გახდა, 30 წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს დაშორდა და თავს გამალებით უვლის.
საიტზე დიდი რვიანის სამიტზე (G8) ჩრდილოეთ ირლანდიაში გადაღებული ფოტოებია განთავსებული. ვლადიმერ პუტინის ფოტოსურათებს თან ერთვის განმარტებები.
1. აქ პუტინი ცდილობს სკეპტიკური გამომეტყველება კლასიკური ჟესტით, "აწეული წარბებით" გამოხატოს. ბოტოქსის პირობებში ეს მანევრი რთულია, თუმცა ცდილობს კუნთის დახმარებით მარჯვენა წარბი აწიოს.
2. თვალებქვეშა წრეები აშკარად არ აქვს.
3. ხაზები შუბლზე გამქრალია
მომზადებულია vanityfair.com-ის მიხედვით.