ურნების არარსებობის გამო ლაგოდეხში ნაგავს ოჯახებში ინახავენ

ურნების არარსებობის გამო ლაგოდეხში ნაგავს ოჯახებში ინახავენ

ლაგოდეხის ქუჩები დანაგვიანებულია. მოსახლეობის ნაწილი სანაგვე ურნების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქუჩებში დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამო აუტანელი სუნი ტემპერატურის ზრდასთან ერთად მატულობს. როგორც უკმაყოფილო მოსახლეობა საუბრობს, კვირის მანძილზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს საცხოვრებელ ბინებში აგროვებენ. ნაგვის მანქანის მომსახურებით კი კვირაში მხოლოდ 2 -ჯერ სარგებლობენ.

ლაგოდეხელთა ნაწილი ნაგვის გატანის სერვისით კმაყოფილია. ისინი აცხადებენ, რომ ქალაქის დასუფთავების ხარისხი გაიზარდა და წინა წლებთან შედარებით ანტისანიტარიის დონე შემცირებულია.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა