"ინსტაგრამს" ვიდეოს ატვირთვის სერვისი დაემატა

"ინსტაგრამს" ვიდეოს ატვირთვის სერვისი დაემატა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური აპლიკაცია "ინსტაგრამი", რომელიც სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა" შეისყიდა, სულ უფრო მოსახერხებელი ხდება. "ინსტაგრამს" გამუდმებით ემატება ახალი ფუნქციები. ამჯერად სოციალურ ქსელს ვიდეოს ატვირთვის სერვისი დაემატა.

ახალი სერვისი კომპანია Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა წარმოადგინა. "ინსტაგრამზე" ვიდეოს არა მხოლოდ ატვირთვა, არამედ დამონტაჟებაცაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ვიდეოზე, ისევე როგორც ფოტოზე, ფილტრის დადებაც შეიძლება. მასალა აიტვირთება როგორც მომხმარებლის პირად გვერდზე, ისე ცალკე გამოყოფილ საიტზე.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს