სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფარული მიყურადება-მოსმენები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" ნაწილი გახდება
ფარული მიყურადება-მოსმენები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" ნაწილი გახდება

"სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში" შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ფა­რულ მოს­მე­ნებ­სა და თვალ­თვალს და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ეხე­ბა, ახლო მო­მა­ვალ­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს.

რო­გორც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მი­ყუ­რა­დე­ბა, ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი, ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის სა­კი­თხი "სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში" გა­და­ვა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა მას შემ­დეგ, რაც კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მი­მართ და­ი­წყე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. შე­სა­ბა­მის ინ­დი­ვიდს კი ექ­ნე­ბა შემ­დგომ­ში ამის გა­სა­ჩივ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

"მთე­ლი რიგი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცეს­ში, რად­გან სა­ჭი­როა, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბის დროს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ინ­დი­ვი­დის საპ­რო­ცე­სო გა­რან­ტი­ე­ბი. საპ­რო­ცე­სო გა­რან­ტი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად კი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა ის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ჩა­რე­ვას ითხოვს ინ­დი­ვი­დის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცეს­ში იქ­ნას გა­და­ტა­ნი­ლი", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძემ.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო პარ­ლა­მენტს ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბის, მათ შო­რის ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო ნა­წილ­ში გა­და­ტა­ნას სთა­ვა­ზობს, პარ­ლა­მენ­ტში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა ინი­ცი­რე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფარული მიყურადება-მოსმენები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" ნაწილი გახდება

ფარული მიყურადება-მოსმენები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" ნაწილი გახდება

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომელიც ფარულ მოსმენებსა და თვალთვალს და სხვა საგამოძიებო მოქმედებებს ეხება, ახლო მომავალში იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს.

როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიყურადება, ფარული თვალთვალი, ფარული მოსმენების საკითხი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გადავა. მისივე განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მოქმედებები დაიწყება მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირის მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამის ინდივიდს კი ექნება შემდგომში ამის გასაჩივრების საშუალება.

"მთელი რიგი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა გადატანილი იქნება სისხლის სამართლის პროცესში, რადგან საჭიროა, რომ ამ საქმიანობის დროს უზრუნველყოფილი იყოს ინდივიდის საპროცესო გარანტიები. საპროცესო გარანტიების უზრუნველსაყოფად კი საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომ მნიშვნელოვანი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სახეები, რაც განსაკუთრებით ჩარევას ითხოვს ინდივიდის პირად ცხოვრებაში, სისხლის სამართლის პროცესში იქნას გადატანილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს ფარული საგამოძიებო საქმიანობის, მათ შორის ფარული მოსმენების სისხლის სამართლის საპროცესო ნაწილში გადატანას სთავაზობს, პარლამენტში უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ