რა­მაზ კა­დი­ე­ვი:­ "ჩემს ძმას იზო­ლა­ტორ­ში გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზეს"

რა­მაზ კა­დი­ე­ვი:­ "ჩემს ძმას იზო­ლა­ტორ­ში გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზეს"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შსს-მ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის დაგეგმვის ბრალ­დე­ბით მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი და­ა­კა­ვა. ომა­რო­ვი და კა­დი­ე­ვი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, მა­თი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნი­ვ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" მი­კა­ელ კა­დი­ე­ვის ძმა, რა­მაზ კა­დი­ე­ვი ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც აცხ­ა­დებს, რომ მი­სი ძმა და დე­ი­დაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან.

- ჩე­მი ძმა მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში საცხ­ოვ­რებ­ლად 2010 წელს ჩა­მო­ვი­და. მას და­ღეს­ტან­ში სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. მა­ნამ­დე ჩვენ ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში, დავ­რწმუნ­დით, რომ მი­კა­ე­ლის­თვის აქ ყოფ­ნა უსაფ­რთხო იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ მი­სი ბიზ­ნე­სი მე გა­და­ვი­ბა­რე, მას კი სა­კუ­თარ ბა­რათ­ზე ერიცხ­ე­ბო­და შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ანაღ­დებ­და თბი­ლის­ში. ის აქ ვა­კე­ში, სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ჭი­და­ო­ბა­ზე და­დი­ო­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში მის სა­ნა­ხა­ვად და სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს. შა­ბათს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და ჩე­მი დე­ი­დაშ­ვი­ლი რი­ზვან ომა­რო­ვი, ორი დღე პეტ­რი­აშ­ვი­ლის #42-ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ვიქტორიაში" ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ისან­ში გა­და­ვი­და ჩემს ძმას­თან. ისი­ნი მორ­წმუ­ნე ბი­ჭე­ბი არი­ან, ხუთ­შა­ბათს დი­ლით ად­გნენ, ლოც­ვა უნ­და წა­ე­კითხ­ათ, რიზ­ვან­მა ფან­ჯრი­დან გა­და­ი­ხე­და და ქუ­ჩა­ში პო­ლი­ცი­ე­ლები შე­ნიშ­ნა. მა­ლე­ვე კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნეს, რიზ­ვა­ნი სა­დარ­ბა­ზო­ში გა­იყ­ვა­ნეს და ია­ტაკ­ზე და­აგ­დეს, მი­კა­ელს კი ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ია­ტაკ­ზე და­აწ­ვი­ნეს. ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ისი­ნი ტე­რაქ­ტის მოწყ­ო­ბას გეგ­მავ­დნენ და სახ­ლში ინა­ხავ­დნენ დი­დი ოდე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბელ მოწყ­ო­ბი­ლო­ბებს, მაგ­რამ ამის მოწ­მე არის მხო­ლოდ ის ოთხი პო­ლი­ცი­ე­ლი, რომ­ლებ­მაც და­ა­კა­ვეს ჩე­მი ძმა და დე­ი­დაშ­ვი­ლი. ამო­ღე­ბულ საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­ზე არ არის კა­დი­ე­ვის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი და ბრალ­დე­ბა შე­თითხ­ნი­ლი­ა. ასე­ვე ით­ქვა, რომ თით­ქოს მი­კა­ელს აღ­მო­უ­ჩი­ნეს ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბი, მაგ­რამ ერთ პას­პორ­ტში არ არის მი­კა­ელის ხელ­მო­წე­რა.

- თუ არ არ­სე­ბობს ნივ­თმტკი­ცე­ბა, არ არი­ან მოწ­მე­ე­ბი, მა­თი უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბა რა ხელს აძ­ლევ­და ქართულ მხა­რეს?

- ვე­რა­ფერს ვუ­კავ­ში­რებ, მე ვი­ცი, რომ ისი­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან. რო­ცა ბი­ჭე­ბი და­ა­კა­ვეს, იზო­ლა­ტორ­ში მი­კა­ელ­თან შე­ვი­და სა­მი უცხო პი­რი, რომ­ლებ­მაც გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზეს - აღი­ა­რე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, თით­ქოს მარ­თლაც ინა­ხავ­დი დი­დი ოდე­ნო­ბით ტყვი­ა-­წა­მალს და და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-­ნა­ხე­ვარ­ში გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებთ ცი­ხი­დან, შენს დე­ი­დაშ­ვილს კი დღეს­ვე გა­ვუშ­ვებ­თო. მი­კა­ელ­მა ამა­ზე უა­რი გა­ნაცხ­ა­და, ამის მი­უ­ხე­და­ვად მას ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნეს და წა­უ­ყე­ნეს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა. ათა­სი სი­სუ­ლე­ლე ით­ქვა, თით­ქოს მი­კა­ე­ლი ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და ა.შ მაგ­რამ თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლი­ა, აქამ­დე რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­დნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი, ერ­თხე­ლაც არ მო­სუ­ლა არა­ვინ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ თქვენს ძმას რუ­სეთ­ში ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი და მას ინ­ტერ­პო­ლი ეძებდა...

- ესეც ტყუ­ი­ლი­ა, შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად ნა­ხოთ, რომ ის არ ყო­ფი­ლა ინ­ტერ­პო­ლის მი­ერ ძებ­ნი­ლი. რო­ცა რუ­სეთ­ში ის მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რა­შიც ჩემს ძმას სდე­ბენ ბრალს, მი­კა­ე­ლი მა­შინ და­ღეს­ტან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და. თუ ვინ­მეს რა­მე შე­კითხ­ვა ჰქონ­და მას­თან, ამ ხნის მან­ძილ­ზე ხომ უნ­და მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან და რა­მე ეკითხ­ა? არა­ვინ მო­სუ­ლა. ­სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ ჩემს ძმა­სა და დე­ი­დაშ­ვილს რუ­სულ მხა­რეს არ გა­დას­ცემს, რად­გან ისი­ნი რუს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან უსაფ­რთხოდ ვერ იქ­ნე­ბი­ან. კი­დეც რომ წა­ვი­დეს და­ღეს­ტნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც, რო­მელ­საც რუ­სე­თი აკონ­ტრო­ლებს, იქაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა, რად­გან ეტყ­ვი­ან, შენ ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "დაგავერბოვკესო" და არ ვი­ცი, ამას რა მოჰ­ყვე­ბა. ვერ ვხვდე­ბი, ვის ინ­ტე­რე­სებ­შია მი­სი დის­კრე­დი­ტა­ცია და ჩვე­ნი ოჯა­ხის თვალ­თვა­ლი.

- რო­დი­დან გით­ვალ­თვა­ლე­ბენ?

- ჩვენ­ზე თვალ­თვა­ლი ცო­ტა ხნის წინ და­იწყ­ო. მეც მინ­და სი­მარ­თლის გა­გე­ბა. რო­დე­საც თქვეს, რომ თით­ქოს ჩე­მი ძმა ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­გო­ნე, უცხო მან­ქა­ნე­ბი დაგ­ვყვე­ბოდ­ნენ. არც ვი­ცით, ვის ვთხო­ვო დახ­მა­რე­ბა.

- პრე­ზი­დენ­ტის მფრი­ნა­ვის, ზა­ურ ქორ­თო­ში­ძის ოჯახს სა­ი­დან იც­ნობთ?

- მე არ ვიც­ნობ თე­მუ­რს, მი­კა­ელ­მა სად გა­იც­ნო, არ ვი­ცი. არას­დროს უსა­უბ­რია ჩემ­თან ამ თე­მა­ზე.

- რო­გორ ეპყ­რო­ბი­ან ცი­ხე­ში მი­კა­ელს?

- მი­კა­ელს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი იცავს, მის­გან ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან კარგ პი­რო­ბებ­ში­ა. ყო­ველ­დღე კითხ­უ­ლობს ყუ­რანს, არა­ვინ აყე­ნებს შე­უ­რაცხ­ყო­ფას, მაგ­რამ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა და თუ მი­უძღ­ვის და­ნა­შა­უ­ლი - და­უმ­ტკი­ცონ!

ესაუბრა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ