სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­ას­რუ­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ამ­ჟა­მად ძებ­ნა­ში მყოფ, ბრალ­დე­ბულ ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვი­ლის მი­მართ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­სა­მარ­თლო­დან აც­ნო­ბეს, საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვილ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, კომ­პა­ნია "ლუ­კო­ილ ჯორ­ჯი­ას" 54 000 ლიტ­რი "პრე­მი­უმ ევრო" დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის ტა­ლო­ნე­ბი გაფ­ლან­გა.

"ღია სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბულ იქნა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით შპს "ლუ­კო­ილ ჯორ­ჯი­ას" წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან ამო­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით და საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვი­ლი გა­ა­მარ­თლა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბა­ში, ხოლო დამ­ნა­შა­ვედ სცნო დიდი ოდე­ნო­ბით, სხვი­სი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვა­ში.

სა­სა­მარ­თლომ იხელ­მძღვა­ნე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თა და 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით და ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვილს სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლი­სა და 9 თვის ვა­დით. მას­ვე, 2 წლი­სა და 3 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ძებნაში მყოფ, ბრალდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოდან აცნობეს, საქმის მასალების თანახმად, ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, კომპანია "ლუკოილ ჯორჯიას" 54 000 ლიტრი "პრემიუმ ევრო" დიზელის საწვავის ტალონები გაფლანგა.

"ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულ იქნა მოწმეთა ჩვენებებით შპს "ლუკოილ ჯორჯიას" წერილობითი დოკუმენტაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებული დოკუმენტაციით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ძიმცეიშვილი გაამართლა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში, ხოლო დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობითა და 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით. მასვე, 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ