"თუ სააკაშვილი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს, ეს სახელმწიფოს მიმართ მავნებლობა იქნება"

"თუ სააკაშვილი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს, ეს სახელმწიფოს მიმართ მავნებლობა იქნება"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი მოსალოდნელ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს ინფორმაცია არის თეორიული განხილვის საგანი. მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს, ეს იქნება კიდევ ერთი მავნებლობა ქართული სახელმწიფოს მიმართ.

"მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი მავნებლობა ქართული სახელმწიფოს მიმართ თუ ასეთი ქმედება განახორციელა საქართველოს პრეზიდენტმა და აქეთკენ უბიძგა პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ მაინც დავასტაბილურებთ პოლიტიკურ პროცესს, თუმცა მინდა ხაზი გაუსვა, თუ ასეთი მცდელობა იქნება, ეს იქნება ქმედება მიმართული ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინააღმდეგ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსსთან" საუბარში "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელიც განათლების შესახებ კანონპროექტს უკავშირდება.

"კიდევ ერთხელ გამოვთქვამ გულისტკივილს რომ პრეზიდენტს სხვა აქტივობის ფორმა უკვე აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ ჩემს კანონპროექტებსა და ჩემს ინიციატივებს ვეტო დაადოს", - განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა