ჯორჯ ბერნანდ შოუს ბრძნული გამონათქვამები

ჯორჯ ბერნანდ შოუს ბრძნული გამონათქვამები

ჯორჯ ბერნანდ შოუს ბრძნული გამონათქვამები

• ჭკვიანები იგუებენ სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ. ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან მას და ქმნიან ისტორიას.

• სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის - ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როცა ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ.

• რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ნიჭი თუ შრომისმოყვარეობა? - მაშინ მიპასუხეთ და უფრო მნიშვნელოვანია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?

• რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა.

• ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.

• სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის.

• პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ოპტიმისტი კი იცინის, რათა ზოგი რამ დაივიწყოს.

• ცეკვა ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალურად გამოხატვაა.

• თუკი ორივეს თითო ვაშლი გვაქვს და მათ გავცვლით, ორივეს კვლავ თითო ვაშლი გვექნება. მაგრამ თუკი მეც და თქვენც გვაქვს თითო იდეა, მათი გაცვლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ორი იდეა ექნება.

• გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.

• ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება, ის საკუთარი თავის შექმნაა.

• გეშინოდეს ადამიანის, რომლის ღმერთი ცაში ცხოვრობს.

• ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენ გსურთ გაგიკეთონ - იქნებ თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს.

• სიგარეტი არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოში ცეცხლია, მეორეში - სულელი.

• მან საერთოდ არაფერი იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია - იდეალური მონაცემები წარმატებუი პოლიტიკური კარიერისთვის.

• რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ?! - ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?

• ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთს შეყვარებულმა ადამიანებმა გაუკეთონ, ქორწინებაა.

• ცხოველები ჩემი მეგობრები არიან! მე არ ვჭამ ჩემ მეგობრებს!

• ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ დაგვრჩა მხოლოდ ერთი: მოგველაპარაკებინა, რომ დიდი პატივს ვცემთ ერთმანეთს.

… ერთხელ გზად მიმავალ ბერნანდ შოუს ველოსიპედი დაეჯახა. ორივე უვნებლად გადარჩა. ველოსიპედისტი ბოდიშს უხდიდა, თუმცა შოუმ შეაჩერა და უთხრა:

თქვენ ბედმა არ გაგიღიმათ სერ, ცოტა უფრო მეტი ენერგია და თქვენ უკვდავებას დაიმსახურებდით, როგორც ჩემი მკვლელი.

წყარო: ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო