სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მოსწავლე მეგის ქარდავას შინაგანაწესი - ”დღეში 4-ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით”
მოსწავლე მეგის ქარდავას შინაგანაწესი - ”დღეში 4-ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით”

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში, რო­მელ­ზეც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი, გა­და­ღე­ბუ­ლია ხელ­ნა­წე­რი ფურ­ცე­ლი, წარ­წე­რით "მოს­წავ­ლე მე­გის სერ­გოს ძე ქარ­და­ვას ში­ნა­გა­ნა­წე­სი". ხელ­ნა­წე­რი დო­კუ­მენ­ტი 1987 წლით თა­რიღ­დე­ბა და მას­ში სკო­ლის მოს­წავ­ლე მე­გის ქარ­და­ვას დღის გან­რი­გია აღ­წე­რი­ლი:

"1. დღე­ში 4-ჯერ კვე­ბა მშობ­ლე­ბის მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით.

2. დი­ლის 8 სა­ათ­ზე სკო­ლის­თვის მომ­ზა­დე­ბა.

3. სკო­ლა­ში გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ყუ­რა­დღე­ბით მოს­მე­ნა, შეს­ვე­ნე­ბის ნორ­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა ამ­ხა­ნა­გებ­თან თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე.

4. მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ფრთხი­ლად სახ­ლში წას­ვლა.

5. სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ 1 სა­ა­თი შეს­ვე­ნე­ბა, მერე სხვა­დას­ხვა სა­თა­მა­შო­ე­ბით გარ­თო­ბა 1 სა­ათს. ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში ოთახ­ში აკ­რძა­ლუ­ლია, ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ეზო".

კი­თხვა­ზე, თუ რა კავ­ში­რი აქვს მოს­წავ­ლე მე­გის ქრდა­ვას ში­ნა­გა­ნა­წესს აღ­მო­ჩე­ნილ საბ­რძო­ლო მა­სა­ლას­თან და მი­უ­თი­თებს თუ არა ეს მე­გის ქარ­და­ვას კავ­შირ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ სა­მა­ლავ­თან, შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლე­ბენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­მეგ­რე­ლო­ში მდე­ბა­რე მი­წის­ქვე­შა სა­მა­ლა­ვებ­ში ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პი­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი არ­ქი­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი იმ პი­რე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი არ­ქი­ვი, რო­მელ­თა და­პა­ტიმ­რე­ბაც იგეგ­მე­ბო­და სხვა­დას­ხვა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბით, 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­მა­ლა­ვებ­ში ასე­ვე ნა­პოვ­ნი იქნა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნე­ბის სას­ტი­კი წა­მე­ბის, მათ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ცე­მის, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი ვი­დე­ო­ფი­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა იპო­ვა შსს-მ სა­მეგ­რე­ლო­ში მდე­ბა­რე მი­წის­ქვე­შა სა­მა­ლა­ვებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მოსწავლე მეგის ქარდავას შინაგანაწესი - ”დღეში 4-ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით”

მოსწავლე მეგის ქარდავას შინაგანაწესი - ”დღეში 4-ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით”

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელზეც ყოფილი ხელისუფლების მიერ მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალებია აღბეჭდილი, გადაღებულია ხელნაწერი ფურცელი, წარწერით "მოსწავლე მეგის სერგოს ძე ქარდავას შინაგანაწესი". ხელნაწერი დოკუმენტი 1987 წლით თარიღდება და მასში სკოლის მოსწავლე მეგის ქარდავას დღის განრიგია აღწერილი:

"1. დღეში 4-ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით.

2. დილის 8 საათზე სკოლისთვის მომზადება.

3. სკოლაში გაკვეთილებზე ყურადღებით მოსმენა, შესვენების ნორმალურად გამოყენება ამხანაგებთან თამაშში მონაწილეობის გარეშე.

4. მეცადინეობის დამთავრების შემდეგ ფრთხილად სახლში წასვლა.

5. სკოლაში დაბრუნების შემდეგ 1 საათი შესვენება, მერე სხვადასხვა სათამაშოებით გართობა 1 საათს. ფეხბურთის თამაში ოთახში აკრძალულია, ამისთვის გამოიყენება ეზო".

კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს მოსწავლე მეგის ქრდავას შინაგანაწესს აღმოჩენილ საბრძოლო მასალასთან და მიუთითებს თუ არა ეს მეგის ქარდავას კავშირზე აღმოჩენილ სამალავთან, შსს-ში აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს გამოძიების მიმდინარეობაზე მოგვიანებით გაავრცელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში მდებარე მიწისქვეშა სამალავებში ფეთქებადი ნივთიერებები, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე, ადამიანების წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ბრიფინგი გამართა.

ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში.

გიორგობიანის განცხადებით, სამალავებში ასევე ნაპოვნი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი.

იხილეთ ვიდეო: რა იპოვა შსს-მ სამეგრელოში მდებარე მიწისქვეშა სამალავებში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა