სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პრემიერ-მინისტრი მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეცვლის
პრემიერ-მინისტრი მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეცვლის

ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ვე­ღარ შეც­ვლის. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მო­რი­გი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით ამ­ჯე­რად პარ­ლა­მენ­ტსა და პრე­მი­ერს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ბა­ლანსდე­ბა.

"ესაა მი­ნი­მა­ლუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იმის­თვის, რომ ახლა უკვე და­ვა­ბა­ლან­სოთ პრე­მი­ე­რი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ძა­ლა­უფ­ლე­ბა. წინა ცვლი­ლე­ბე­ბით ჩვენ და­ვა­ბა­ლან­სეთ პრე­ზი­დენ­ტსა და პარ­ლა­მენტს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და პრე­ზი­დენტს ჩა­მო­ვარ­თვით ის უფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც არ შე­იძ­ლე­ბო­და მას ჰქო­ნო­და, მათ შო­რის ის, რომ მთავ­რო­ბა შე­ექ­მნა პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ახლა უკვე გა­დავ­დი­ვართ შემ­დეგ ნა­ბიჯ­ზე, ვა­კე­თებთ პარ­ლა­მენ­ტსა და პრე­მი­ერს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ბა­ლან­სე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ ექ­ნე­ბა ის უფ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც ჩანს, თა­ვის­თვის ამ­ზა­დებ­და. კერ­ძოდ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვერ შეც­ვლის მი­ნის­ტრებს პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ის რაც ახლა წე­რია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, არის ის, რომ პრე­მი­ერს 10 წუთ­ში შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ყვე­ლა მი­ნის­ტრი და შემ­დგომ 10 დღე­ში კი­დევ ერთხელ შეც­ვა­ლოს, ისე რომ პარ­ლა­მენტს არა­ფე­რი კი­თხოს. ეს იც­ვლე­ბა და მთავ­რო­ბის 1/3-ით გა­ნახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­მი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რუდ­გი­ნოს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვია", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით უქ­მდე­ბა ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­დე­ბუ­ლი მო­დე­ლი, რომ­ლი­თაც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უფ­ლე­ბა აქვს პრო­ექ­ტი კა­ნო­ნად პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­მო­ა­ცხა­დოს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­დე­ლით, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უფ­ლე­ბა აქვს პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­შე კა­ნო­ნი მი­ი­ღოს. ცხა­დია, ჩვენ ამ მე­ქა­ნიზმს ვა­უქ­მებთ და ვამ­ბობთ, რომ პარ­ლა­მენ­ტია კა­ნონ­მდე­ბე­ლი და მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა პრო­ექტს ეწო­დოს კა­ნო­ნი", - აღ­ნიშ­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მა­ზე მოხ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პრემიერ-მინისტრი მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეცვლის

პრემიერ-მინისტრი მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეცვლის

ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრი მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეცვლის. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებებით ამჯერად პარლამენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობა დაბალანსდება.

"ესაა მინიმალურად აუცილებელი ცვლილებები იმისთვის, რომ ახლა უკვე დავაბალანსოთ პრემიერისა და პარლამენტის ძალაუფლება. წინა ცვლილებებით ჩვენ დავაბალანსეთ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ურთიერთობა და პრეზიდენტს ჩამოვართვით ის უფლებები, რომელიც არ შეიძლებოდა მას ჰქონოდა, მათ შორის ის, რომ მთავრობა შეექმნა პარლამენტის თანხმობის გარეშე. ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე, ვაკეთებთ პარლამენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობის დაბალანსებას. შესაბამისად, ამ ცვლილებების შემდეგ პრემიერ-მინისტრს არ ექნება ის უფლებები, რომელსაც სააკაშვილი, როგორც ჩანს, თავისთვის ამზადებდა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრი ვერ შეცვლის მინისტრებს პარლამენტის თანხმობის გარეშე. ის რაც ახლა წერია კონსტიტუციაში, არის ის, რომ პრემიერს 10 წუთში შეუძლია შეცვალოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ყველა მინისტრი და შემდგომ 10 დღეში კიდევ ერთხელ შეცვალოს, ისე რომ პარლამენტს არაფერი კითხოს. ეს იცვლება და მთავრობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, პრემიერი ვალდებული იქნება პარლამენტის დასამტკიცებლად ახალი შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით უქმდება ახალ კონსტიტუციაში ჩადებული მოდელი, რომლითაც პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს პროექტი კანონად პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოაცხადოს.

"სააკაშვილის მიერ გამზადებული მოდელით, პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს პარლამენტის გარეშე კანონი მიიღოს. ცხადია, ჩვენ ამ მექანიზმს ვაუქმებთ და ვამბობთ, რომ პარლამენტია კანონმდებელი და მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლება პროექტს ეწოდოს კანონი", - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ადრეულ შემოდგომაზე მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა